მოგზაურობა უამრავ გასათვალისწინებელ დეტალთან არის დაკავშირებული და მისი ორგანიზება არცთუ მარტივია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მოგზაურობის დაგეგმვა სულ უფრო და უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ხდება. ტურისტების კომფორტისთვის შექმნილია აპლიკაციები, რომლებიც უცხო გარემოსთან ურთიერთობას გაგვიადვილებს. OK! გთავაზობთ 5 აპლიკაციას, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
Booking.com – ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი მოგზაურის სმარტფონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აპლიკაციაში 85 000 სასტუმრო, ჰოსტელი თუ გესთჰაუსია განთავსებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბუქინგის მთავარი ღირსებები ფასების მრავალფეროვნება და 24/7-ზე სერვისია, გარდა ამისა, მომხმარებლების შეფასებები ყოველთვის დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
Google Maps – ნამდვილად გამორჩეული და ძალიან კომფორტული პლატფორმაა მოგზაურობის პროცესში. აპლიკაციას აქვს ისეთი უნარები, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ რამდენი დროა საჭირო A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად, რომელი ტრანსპორტით სარგებლობაა უკეთესი და ა.შ. გარდა ამისა, პლატფორმას აქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული ფუნქცია – შეგიძლიათ წინასწარ გადმოწეროთ ნებისმიერი ქვეყნის რუკა და შემდეგ ინტერნეტის გარეშე გამოიყენოთ.
Hostelworld – დაბოლოს... Hostelworld-ს აქვს ყველა საჭირო ფუნქცია, რაც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ – ძიება, აღწერილობა, ფილტრები. შესაბამისად, ძალიან აქტიურად გამოიყენება და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოგზაურებს შორის. ეს პლატფორმა განსაკუთრებით მათთვისაა კარგი, ვინც დაბალი ბიუჯეტით, ან მარტო მოგზაურობს და სასტუმროს ნომერში ეულად ყოფნას ურჩევნია ჰოსტელში დარჩეს, კომუნიკაცია დაამყაროს სხვა მოგზაურებთან და ახალი მეგობრები შეიძინოს.
Uber – ეს არის საერთაშორისო ამერიკული კომპანია, რომელმაც შექმნა მობილური პროგრამები ტაქსის გამოძახებისთვის მსოფლიოს 500-ზე მეტ ქალაქში. სადაც უნდა წახვიდეთ, აირჩიეთ ქალაქი და გამოიძახეთ ტაქსი. რა უნდა იყოს ამაზე მოსახერხებელი? ეს სერვისი განსაკუთრებით პოპულარულია დიდ ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ ტაქსის სერვისთან შედარებით გაცილებით იაფია და ყოველთვის წინასწარ იცი, რამდენია გადაადგილების ტარიფი.
Tripadvisor – თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, Tripadvisor-ს საუკეთესო თანამგზავრად მიიჩნევენ. ყველაფერი ერთ სივრცეში – ასე შეგვიძლია შევაფასოთ აპლიკაცია, რომელიც რეალურად ყველა საჭირო ინფორმაციას მოიცავს. მათ შორის – რესტორნებს, სასტუმროებს, ჰოსტელებს, რუკას და ა.შ. თუ მოგზაურობამდე ამ აპლიკაციას გადმოწერთ, თქვენი ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში უფრო ნაყოფიერი, ორგანიზებული და სახალისო იქნება.