PROFY - ბევრისთვის, კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელიც უკვე 1 წელია წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე. საინტერესოა მისი დაარსების იდეა, მიზანი, უპირატესობები, სერვისი.. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისა და დეტალებისთვის OK! Magazine Georgia PROFY-ს გენერალურ მენეჯერს ირაკლი ზანთარაის ესაუბრა.
რა არის PROFY-ს მთავარის იდეა და მიზანი ?
ამ იდეის მთავარი მიზანია ის, რომ გვინდა მომხმარებელს შევუქმნათ ჯერ არნახული კომფორტი სახლისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, რადგან დღევანდელ რეალობაში კარგი ხელოსნისა და დამლაგებლის მოძიება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პროცესია, არჩევანით დაწყებული, ანგარიშსწორებით და შემდეგ საქმის ხარისხის შემოწმებით დამთავრებული. მეორეს მხრივ ჩვენთვის მოტივაციაა შევქმნათ შესაძლებლობა იმ ადამიანების კულტურულ სივრცეში თვითდასაქმებისთვის, ვისაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეუძლიათ, თავიანთი ცოდნიდან გამომდინარე. გვჯერა, რომ ჩვენი დაწყებული საქმე სტიმული იქნება პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში და ბევრად მეტი ადამიანი გადაწყვეტს აითვისოს პროფესიული უნარ-ჩვევები. ამით უფრო მოქნილი და მოთხოვნა-მიწოდებაზე დამყარებული გახდება ქართული საგანმანათლებლო ბაზარი და საერთო ინტერესიც მეტად იქნება რეალიზებული.
როგორ უმკლავდებით ბაზარზე არსებულ პრობელმებს?
ყველა გამოწვევა და წინაღობა რაც გვხვდება, ჩვენი გუნდისთვის არის საბოლოო მიზნამდე მისვლისთვის აუცილებელი დაბრკოლება, რომლებსაც თავდაუზოგავად ვეჭიდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მცდელობას შედეგიანი დასასრული მოყვეს. ვითვალისწინებთ როგორც მომხმარებლების ასევე შემსრულებლების Feedback-ს და ყოველდღიურ რეჟიმში ვაახლებთ და სრულყოფილს ვხდით ჩვენს სერვისს.
როგორ იცავთ თავს კორონა ვირუსისგან?
ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი დღევანდელ რეალობაში, თუმცა ადამიანებს ჭირდება ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა, ყველა ჩვენი სერვისის მიმწოდებელი ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას.
ვისთვის არის განკუთვნილი PROFY?
PROFY არის საყოფაცხოვრებო პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტა, ჩვენი უნიკალური განფასების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სერვისის მაძიებელს მიიღოს სასურველი სერვისი, სასურველ ფასში. ამისთვის მხოლოდ სმარტფონია საჭირო, შესაბამისად ჩვენი პლატფორმა ყველასთვის არის განკუთვნილი, ვისაც ხელმისაწვდომი და სანდო სერვისი ჭირდება.
რითი გამოირჩევა PROFY სხვა კომპანიებისგან ?
ჩვენი შერჩევის პროცესი ძალიან მკაცრია და დეტალურად არის გაწერილი. ყველა ჩვენი სერვისის მიმწოდებელი გადის გასაუბრებას, ტრეინინგს და ტესტირებას.
ინფორმაცია მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ხარისხის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად ჩვენ ვინყენებთ როგორც კომპიუტერულ ალგორითმებს, ასევე ადამიანურ რესურსებს, რაც ხარისხის გარანტიას გვაძლევს. ჩვენი სისტემა მოქნილია და ერთი და იგივე სერვისზე მომხმარებლს აქვს არჩევნის საშუალება, გადაწვეტილების მიღება შესაძლებელია ფასის, რეიტინგის, კომენტარების ან სერვისის მიმწოდებლის თავისუფალი დროის მიხედვით.
რა უპირატესოსბებს სთავაზობთ როგორც დამსაქმებელი?
ჩვენ ყველა ჩვენს სერვისის მიმწოდებელს ვეუბნებით, რომ ჩვენთან თანამშრომლობა არის “საკუთარი ბიზნესის აწყობა”. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვზრუნავთ დატვირთულობაზე და შეკვეთებზე, ჩვენს ხელოსნებს და დამლაგებლებს მხოლოდ ხარისხის დაცვა და შეკვეთაზე დროზე მისვლა ევალება, რაც შეეხება გრაფიკს - ის თავისუფალია, ზოგი კვირაში რამოდენიმე საათს მუშაობს და დამატებით შემოსავალს იღებს Profy-ს საშუალებით, ზოგისთვის ეს პლატფრომა ძირითადი და საკმაოდ სოლიდური შემოსავლის წყარო გახდა. როგორც პლატფორმა, ჩვენ ძალიან მიმზიდველ პიროებებს ვთავაზობთ ჩვენს ხელოსნებს და დამლაგებლებს.
როგორ დალაგების სერვისს ვთავაზობთ და რა შედის ჩვენი ხელოსნის სერვისებში?
„ყველა საყოფაცხოვრებო სერვისი ერთ სივრცეში” – სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი და სხვა სპეციალისტი ერთ ვებგვერდზე შეიძლება მოიძებნოს.
ოსტატის მომსახურებას შემდეგი მიმართულებით: სანტექნიკა, ელექტრობა, კარი და საკეტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გათბობა კონდიცირება, გაჭედილი კანალიზაცია, უნივერსალური ხელოსნის მომსახურება, ავეჯის შეკეთება.
ამ ეტაპზე გვაქვს 4 ტიპის დალაგების სერვისი, ესენია: სტანდარტული დალაგება - როცა სახლი დასალაგებელია, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დასალაგებელი სივრცეები, მთელი ბინა ან კონკრეტული ოთახები, რაც რა თქმა უნდა აისახება საბოლოო ღირებულებაზე და უფრო მოქნილს ხდის პლატფორმას.
დამხმარე დიასახლისი - ეს არის საათობრივი სერვისი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ დალაგებსთან დაკავშირებულ სამუშაოს (რემონტის შემდგომი დალაგების გარდა). მომხმარებელს შესაძლებლობა აქ გამოიძახოს მისთვის საურველი დროის მიხედვით, 2,4,6 ან 8 საათით. 2 საათიანი დამხმარე დიასახლისის სერვისი საკმაოდ პოპულარულია და მას ხშირად იყენებენ.
რემონტის შემდგომი დალაგება - როცა ერთი სული გაქვთ შესახლდეთ თქვენს ახალგარემონტებულ სახლში, პროფი მას მოამზადებს თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის.
ფანჯრების წმენდა - დამხმარე, რომელიც გაწმინდავს და გააპრიალებს ფანჯრებს, ეს სერვისი სწორედ ამას ემსახურება. ასევე, ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ სერვისების დამატებაზე, და სულ მალე, ჩვენი პლატფორმა მოიცავს სახლთან დაკავშირებულ ყველა სერვისს.
დაბოლოს...
ისევ და ისევ გირჩევთ აუცილებლად გამოსცადოთ და ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით. რადგან როგორც უკვე ვისაუბრეთ ჩვენი კომპანია თითოელ მომხმარებელს სთავაზობს მასზე მორგებულ, ძალიან კომფორტულ მომსახურებას.
PROFY არის კომპანია, რომელსაც უნდა ენდოთ და შედეგს თავად იხილავთ.
https://profy.ge/