მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამს საზოგადოების დიდი ნაწილი გასართობი სახის პლატფორმად აღიქვამს და მისი შექმნის არსიც სწორედ ეს გახლავთ, მომხმარებელთა შეცვლილმა ქცევამ შესაძლოა ეს შეხედულება სრულიად განაქარწყოს.
როგორც 2020 Reuters Institute Digital News რეპორტში წერია, 2018 წლიდან დღემდე ინსტაგრამის მომხმარებლებში მათი რაოდენობა, რომლებსაც ახალი ამბების ანგარიშები აქვთ გამოწერილი, გაორმაგდა.
უფრო კონკრეტულად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-დან 24 წყალმე ახალგაზრდების 26% ინსტაგრამს ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეების გასაცნობად იყენებდა. სწორედ ამიტომ, საფუძვლიანად გაჩნდა ეჭვი, რომ მალე პლატფორმამ ვიზუალური კონტენტითა და მაქსიმალურად ლაკონურად მოწოდებული საჭირბოროტო ინფორმაციით ტვიტერსაც კი გაუწიოს კონკურენცია.