კარანტინის პერიოდში კვების კონტროლი და ფიზიკური აქტივობა საკმაოდ რთული იყო და მისი დამთავრება ბევრი ადამიანისთვის გახდა გახდომის სხვადასხვა გზის ძიების პერიოდი. წარმოგიდგენთ 5 აპლიკაციას, რომელიც კალორიების დათვლაში და ფორმაში მოსასვლელად დაგეხმარებათ.
#1 MyFitnessPal
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა, რომელიც თქვენს კერძებს ინახავს, საყვარელ პროდუქტებს იმახსოვრებს, ითვლის თქვენი რეცეპტების კვებით ღირებულებას და აკონტროლებს წონას. აპლიკაციაში შემოთავაზებულია ვარჯიშებიც.
#2 FatSecret
ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ კვების დღიური და ყველა ინფორმაცია სპეციალურ კალენდარში აღნიშნოთ. შეგიძლიათ კერძებს და პროდუქტებს სურათები გადაუღოთ. ის დასახავს თქვენს მიზანს და აღნიშნავს მიღწევებს, რითიც მოტივაციას მოგცემთ.
#3 Noom
აპლიკაციაში პირად გეგმას შეადგენთ და პროგრესს დააკვირდებით. აქ შეგხვდებათ სტატიები ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის შესახებ. დაგეხმარებათ ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში, გირჩევთ რომელი კერძებია სასარგებლო და როგორ გაუმკლავდეთ სტრესს. აქვე გეყოლებათ პირადი ტრენერი.
#4 Lose It
ეს აპლიკაცია გახდომის პროცესს თამაშად გარდაქმნის. დავალების შესრულებისთვის შეგაქებენ და საკუთარი გამარჯვებების გაზიარებასაც შეძლებთ. აქ ბევრი სასარგებლო რეცეპტი და ინფორმაციაა თავმოყრილი. ატვირთეთ კერძის ფოტო და ხელოვნური ინტელექტი დათვლის მის კალორიულობას.
#5 YAZIO
ეს აპლიკაციაც ინდივიდუალურ გეგმას ადგენს, აქაა ყველა პროდუქტის კალორიულობის ცხრილი. მოხერხებული და ლამაზი დიზაინიც აუცილებლად მოგხიბლავთ.