ბევრ ადამიანს უყვარს მცენარეები, თუმცა მათი მოვლა ზოგიერთ მათგანს უჭირს. ხშირად გვგონია რომ სწორად ვიქცევით, მაგრამ შედეგი საპირისპიროს ამბობს. ამ ჭკვიანი გამოგონების მეშვეობით, მცენარეს შეუძლია შეგვატყობინოს როდის სჭირდება წყალი და როდის მზის სხივები!
ჭკვიან ქოთანს Lua planter ეწოდება, ის კომპანია Mu Design-მა შეიმუშავა.
"სახის გამომეტყველების" მეშვეობით ქოთანი საკუთარ ჯანმრთელობას გვატყობინებს. ის აპლიკაციას უკავშირდება, სადაც მცენარის მონაცემები შეგყავთ.
თუ ეკრანზე გამოსახულ სახეს ენა გადმოგდებული აქვს, ესეიგი მას სწყურია.
ყვავილები ხანდახან ბედნიერები, ხანდახან მხიარულები და ხანაც მოწყენილები არიან.
შინაურ ცხოველთან ისიც აახლოვებთ, რომ მოძრაობას არჩევენ და მოძრავ ობიექტს თვალს აყოლებენ. თუ ოთახში არავინ მოძრაობს, ქოთანი თვალებს ხუჭავს და იძინებს.