სოციალური ქსელები და მათში გამოქვეყნებული კონტენტი ხშირად ხდება მასიური ბულინგის მიზეზი, რის გამოც ინსტაგრამის მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ბულინგთან ბრძოლის საქმეში.
საქმე იმაშია, რომ პლატფორმაზე უკვე იტესტება ახალი ფუნქცია, რომელიც ერთდროულად 25 არასასურველი კომენტარის წაშლის საშუალებას იძლევა.
ამასთანავე, მომხმარებლებს მალე შეეძლებათ თავად აკონტროლონ, სურთ თუ არა რომ გამომწერებმა ისინი პოსტებზე ან კომენტარებში მონიშნონ, რაც ასევე ხშირად ხდება ბულინგის წყარო.