Facebook-ი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხვნადი სოციალური პლატფორმაა ინტერნეტ სივრცეში, თუმცაღა როგორც აღმოჩნდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს საკმაოდ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ანგარიშის გაუქმება სურთ, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მათთვის ეს პროცესი გაცილებით მარტივი გადასალახი ყოფილიყო.
მათ შექმნეს ახალი, Data Transfer Project-ი, რომელიც ჯერჯერობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის 200 მილიონზე მეტ მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. ახალი ფუნქცია იმ ადამიანებს, რომლებსაც ანგარიშის გაუქმება სურთ, საშუალებას აძლევთ ქსელში შენახული სურათები ერთი მოძრაობით გადააგზავნონ Google-ის ანგარიშზე, რაც კონტენტის სათითაოდ გადმოწერისთვის საჭირო დროს ზოგავს.
სავარაუდოდ, ფუნქცია მალე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.