ქალბატონებისთვის კოსმეტიკის შერჩევის საუკეთესო საშუალება საყვარელ მაღაზიაში ე.წ. ტესტერების გამოყენებაა, თუმცა მაშინ როცა გარემოებების გამო, სახლის დატოვება არ ხერხდება და არც ის კონკრეტული ადგილები მუშაობს, რომლებსაც ამისთვის ვსტუმრობდით, სილამაზის ექსპერტება გამოსავალს მიაკვლიეს და ის მარტივ აპლიკაციაშია.
ცნობილმა ბრენდმა - "Lancome-მა" შექმნა აპლიკაცაი - Modiface, რომელშიც ფოტოს ატვირთვით შეგიძლიათ მოირგოთ სხვადასხვა ტონალობა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კოსმეტიკა.
უკეთესი გამოცდილებისთვის, სასურველია მინიმალური მაკიაჟი, აწეული თმა და კარგი განათება.
ახალი ფუნქციის გამოცდა უკვე შესაძლებელია Modiface.com-ზეც.