გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის პირველი მეოთხედის მთავარი საზოგადოებრივი აქტივობა შინ ყოფნა და ეკრანების "სქოლვა" გახდა, უამრავი პლატფორმის შემოსავალმა მიაღწია პიკურ ნიშნულს, მათ შორისაა Snapchat-იც, რომელსაც ახლა ყოველდღიურად 11 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
ეს ნიშნავს, რომ მაჩვენებელი გასული წლიდან 20%-ით გაიზარდა და კომპანიის არსებობის პერიოდში ჯერჯერობით რეკორდულ ეტაპადაც დაფიქსირდა.
ასევე, ჟღერდება რომ 2020 წლის პირველ მეოთხედში მომხმარებლები 4 მილიარდზე მეტ ფოტოს იღებენ, რასაც ისინი სწორედ კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებენ.
გარდა ამისა, ვიდეო და ხმოვანი ზარების განხორციელების მაჩვენებელი თებერვლიდან მარტის თვემდე 50%-ით გაიზარდა, ხოლო მომხმარებლებს შორის გაზიარებული ფოტოების რაოდენობამ საშობაო პერიოდის პიკსაც გადააჭარბა.
პლატფორმას ბევრი ადამიანი სხვადასხვა თამაშის გამოც მიმართავს, ე.წ. გეიმერების მაჩვენებელი თებერვლიდან მარტის თვემდე 25%-ით გაიზარდა.