გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელებში განხორციელებული ვიდეოზარების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ისეთმა პოპულარულმა პლატფორმებმაც, როგორიც Facebook-ია, გადაწყვიტეს დროებისთვის ფეხი აეწყოთ და მომხმარებლისთვის უფრო სასურველი გამხდარიყვნენ.
ახალი ფუნქცია, რომელიც 1-ლი მაისიდან დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მოიცავს რამდენიმე ადამიანსი, გულისხმობს Messenger Room-ების შექმნას, რომელშიც მონაწილეობა 17-20 ადამიანს შეუძლია, თუმცა დროთა განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იგეგმება ამ რიცხვების 50-მდე გაზრდაც.
ირკვევა ისიც, რომ კომპანიამ მაგალითი სწორედ Zoom-ისგან აიღო, სადაც "დაუპატიჟებელი" სტუმრების ხშირად ერთვებიან ზარში. სწორედ ამიტომ, მათი მთავარი აქცენტიც სწორედ დაცულობაზე გაკეთდა, რის გამოც მათ პლატფორმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ჰაკერებისგან თავდაცვის სისტემებით.
ახალი ფუნქციები უკვე დაიტესტა არგენტინასა და პოლონეთში, სულ მალე კი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.