დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი, უდიდებულესობა ელიზაბეტ II უინძორი 21 აპრილს 94 წლის გახდება. ყველანაირი ოფიციალური დღესასწაული, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, რა თქმა უნდა, გაუქმებულია. უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქვეყნის პირველი პირი დაბადების დღის აღნიშვნას "ზუმის" აპლიკაციით საშუალებით აპირებს, რათა შვილებისგან და შვილიშვილებისგან უპრობლემოდ მიიღოს მილოცვა. დედოფალი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.