მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Facebook-ის წარმომადგენლებმა გააჟღერეს ახალი ინიციატივა, რომელიც პანდემიის პირობებში, სოციალური ქსელისთვის ახალი ემოციის დამატებას გულისხმობს.
ემოცია, რომელიც "ზრუნვას" გამოხატავს, ახლა ნამდვილად ის არის, რაც საზოგადოებას სჭირდება და ნელ-ნელა მოხდება მისი ჩაშენება პლატფორმაში.
ახალი ემოციის გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილურ ვერსიებზეც.