მაშინ, როცა მსოფლიოს ბიზნესსექტორი და საგანმანათლებლო ორგანოები ონლაინ თანამშრომლობით ცდილობს პანდემიით შექმნილ დისტანციას გაუმკლავდეს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ის პროგრამები და აპლიკაციები, რომლებსაც უკვე ყოველდღიურად, საქმიანი მიზნებისთვის ვიყენებთ?!
დღეს ყველაზე აქტუალური Zoom-ის აპლიკაციაა, რომელშიც ბიზნეს შეხვედრებისა თუ ონლაინ გაკვეთილების დაგეგმვაა შესაძლებელი. ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენების გამო, კომპანიამ წლის პირველ კვარტალში შემოსავლის 105.8 მილიონი დოლარიდან 188.5 მილიონ დოლარამდე ზრდას მიაღწია, თუმცაღა ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური პირი უკვე უარს აცხადებს მის გამოყენებაზე, მათ შორის Nasa, Space X, Google და სხვები.
საქმე იმაშია, რომ აპლიკაცია სათანადოდ არ უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და უკვე გაჟონა ათასობით მომხმარებელის პირადმა მონაცემებმა თუ თავად კონფერენციის ჩანაწერებმა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, რომელსაც სპეციალისტები ასახელებენ, აპლიკაციის სიმარტივეა, რადგან კონფერენციაში "ჩართვა" უცხო პირებისთვის სულ რაღაც ბმულზე ღილაკის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ალტერნატივას, მის იდენტურ თუმცა ბევრად პროფესიონალურ და უსაფრთხო საშუალებად Microsoft Teams-ი სახელდება.