ჯოან როულინგმა მოიფიქრა როგორ დაეხმაროს ბავშვებს და მათ მშობლებს კარანტინში დროის გასაყვანად. ბრიტანელმა მწერალმა ცნობილ ჯადოქრებზე ახალი პროექტი შეიმუშავა - "ჰარი პოტერი სახლში". მაგიური საგის ავტორმა გულშემატკივრებს სიახლე ტვიტერზე გაუზიარა: "მშობლებო, მასწავლებლებო და ადამიანებო, რომლებიც სახლში ბავშვების გართობაზე ზრუნავთ, ცოტაოდენ მაგიას გთავაზობთ, სანამ ყველანი თვითიზოლაციაში ვსხედვართ!".
როულინგმა საიტზე მრავალფეროვანი გასართობები განათავსა: ვიდეორგოლები, რომლებიც საინტერესო რამეებს შეგასწავლიან, ვიქტორინები, თავსატეხები და აშ. ჯოანი გვთავაზობს ხანდახან მოწყენილობას ჰარი პოტერის სამყაროში გადანაცვლებით გავექცეთ.