ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ანიმაციურმა სატელევიზიო შოუმ "სიმპსონებმა" კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა 1988 წლის კადრები, ეპიზოდში Kent Brockman სავალდებულო წესების გამო ახალ ამბებს საკუთარი სახლიდან კითხულობს, რასაც პარალელი საზოგადოებამ Krishnan Guru-Murthy-ის ვიდეოზე გაავლო, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა, წამყვანი კი მაყურებელს ახალ ამბებს საკუთარი ბინიდან უკითხავს. ( შეგახსენებთ, რომ Krishnan ამჯამად სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება).
როგორც გახსოვთ, სიმპსონებმა იწინასწარმეტყველეს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, შემდეგ კი კობი ბრაიანტის გარდაცვალება, ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც რეალურად მოხდა. "სიმპსონებმა" კორონავირუსის გავრცელება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს, თუმცა იმავე სახელი სერიებში ნახსენები არაა (დაავადება, რომელიც ვრცელდება მას Osaka Flu ჰქვია), ასევე 2007 წლის სერიაში ჩანს ტომ ჰენკსი რომელიც თვითიზოლაციაშია.
წყარო: Daily Mail