.მაშინ როცა ვარსკვლავები გვიზიარებენ ფოტოებს სამედიცინო ნიღბებით, ამერიკელმა დიზაინერმა დანიელ ბასკინმა ადამიანებისთვის საქმის გაადვილება გადაწყვიტა და სპეციალური ნიღბები შექმნა სახელწოდებით: "N95". მათზე დატანილია სახის პრინტი, რათა მოხსნის გარეშე მოხდეს სმარტფონის განბლოკვა, რომელიც სახის ამოცნობაზეა დაყენებული.
"მოვიფიქრე სერვისი, რომელიც თქვენს სახეს სამედიცინო ნიღაბზე დაიტანს. ასე შეძლებთ თავი დაიცვათ ვირუსებისგან და განაგრძოთ საკუთარი ტელეფონის გამოყენება." - აცხადებს დიზაინერი.
საიტზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნიღაბი, რომელსაც თქვენი ფოტოს მიხედვით დაამზადებენ. განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით, ნიღაბი ძალიან რეალისტური გამოდის. აქსესუარის ღირებულება 40 $-ია.
ვირტუალურ რიგში უკვე ათასობით ადამიანია.