იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტაგრამის ერთგული მომხმარებლები არიან, კიდევ ერთი სიახლეა. როგორც ირკვევა, პლატფორმას შეუძლია გამოიანგარიშოს, თუ რა ასაკს შეესაბამება თქვენი გარეგნობა და ეს სრულიად მარტივი მოქმედებითაა შესაძლებელი.
საუბარი ამ ფუნქციის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილმა ვარსკვლავებმაც გამოაქვეყნეს საკუთარი შედეგები. თუმცა ზოგიერთი მათგანი შედეგით აღფრთოვანებული არ აღმოჩნდა, ასეთია მაგალითად მომღერალი შერილ ქოული, რომელსაც 47 წელი დაუფიქსირდა, როცა მისი რეალური ასაკი 36-ია. უკმაყოფილება ლამაზმანმა შესაბამისი ემოციითაც გამოხატა:
იმისათვის, რომ თავადაც შეამოწმოთ, რამდენი წლის ჰგონიხართ გარშემომყოფებს, უპირველეს ყოვლისა, განაახლოთ ინსტაგრამის აპლიკაცია და დარწმუნდეთ, რომ უახლეს ვერსიას იყენებთ.
შემდეგ კი, ესტუმრეთ ინსტაგრამის პროფილს - @ferdaysss და დააჭირეთ მომხმარებლის პოსტებსა და მონიშნულ ფოტოებს შორის არსებულ მომღიმარ გამოსახულებას.