Peta Pixel-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატიით ცნობილი ხდება, რომ სულ მალე სოციალურ ქსელებში ყალბი კონტენტის გამავრცელებელი მომხმარებლები გასაჯაროვდებიან. საქმე ეხება ფოტოშოპის გამოყენების შემთხვევას, რომლის დროსაც პოსტის გახსნამდე მივიღებთ შეტყობინებას "False Information" (ყალბი ინფორმაცია), შემდეგ კი, ჩვეულებრივად შეგვეძლება კონტენტის ნახვა.
აღნიშნულ საკითხზე პირველად სანფრანცისკოელი ფოტოგრაფი - ტობი ჰარიმანი ალაპარაკდა, რომელსმაც ერთ-ერთი ფოტოს გახსნამდე სწორედ ასეთი შეტყობინება მიიღო ინსტაგრამისგან, როცა ფერადი მთების ფონზე გამოსახული მამაკაცის ფოტო გახსნა.
"როგორც ჩანს, ინსტაგრამი და Facebook-ი მალე ყალბი ფოტოებისა და ციფრული ხელოვნების მონიშვნას დაიწყებს," - დაწერა მან.
გარდა ამისა, კონტენტი, რომელშიც სიყალბის ელემენტები შეინიშნება, ავტომატურად წაიშლება ჰეშთეგებიდან. ოფიციალური განცხადება აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა საზოგადოება უკვე ხუმრობს რომ ბევრი ცნობილი ვარსკვლავი ასე საკუთარი შემოსავლის წყაროს დაკარგავს.