სამგანზომილებიანი ჰოლოგრამული გამოსახულების უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა 2014 წელს ბრიტანულმა კომპანია HYPERVSN-მა განახორციელა, რამაც დარგში ფაქტობრივი გადატრიალება მოახდინა. უნიკალური სარეკლამო პროდუქტი მსოფლიოს სარეკლამო ბაზარზე სტაბილური 84%-იანი ეფექტურობის მაჩვენებლით გამოირჩევა და ჩამოიტოვებს სხვა ნებისმიერ ხერხს რეკლამისთვის.
HOLOVISION-მა საქართველო მსოფლიოს იმ 65 ქვეყნის სიაში მოაქცია, რომელმაც ეს მარკეტინგული მიგნება შემოიტანა და სამგანზომილებიანი ჰოლოგრამული ვიზუალების უპირატესობის შესაძლებლობა გააჩინა. OK! ის „ჰოლოვიჟენის“ გაყიდვების მენეჯერი, სანდრო ჩხეიძე ტექნოლოგიური სიახლისა და ჰოლოგრამის – უკონკურენტო ძალის მქონე გამორჩეული სარეკლამო პროდუქტის შესახებ ესაუბრა.
შესაძლებლობის რა დიაპაზონს ქმნის დამკვეთისთვის „ჰოლოვიჟენის“ სარეკლამო პროდუქტი და რა გამოარჩევს მას სხვა საშუალებებისგან?
სამგანზომილებიანი ჰოლოგრამული გამოსახულება, როგორც უახლესი ტექნოლოგია, გამოიყენება ნებისმიერ სივრცეში პროდუქტის რეკლამირებისთვის და ე.წ. ინდორ რეკლამისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ფაქტს კვლევებიც ამყარებს, სადაც ვხედავთ, რომ გამვლელების 84% ამჩნევს ჰოლოგრამაზე განთავსებულ რეკლამას და 5-7 წამის განმავლობაში ინტერესდება გამოსახულებით.
გარე რეკლამისთვის რამდენიმე ძირითადი ხერხი გამოიყენება, მაგალითად: ბანერები, მონიტორი, ლაითბოქსები და ა.შ. თუმცა ვერცერთი ალტერნატივა ჰოლოგრამას კონკურენციას ვერ უწევს. ასევე, მათ არ გააჩნიათ მონაცემების სტატისტიკური ბაზაც, რაც დამკვეთის რეკლამით მიღებულ სარგებელს ციფრებში ასახავდა. „ჰოლოვიჟენის“ უპირატესობა, რეალური ეფექტის შექმნის გარდა, ე.წ. მთვლელი კამერების მიერ დათვლილი მონაცემებია, რომელიც გვიჩვენებს აქტივობის ხარისხს. აღნიშნული მიზეზების გამო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ტოპბრენდი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებში Hypervsn-თან (მაგ. როგორიც არის: Carrefour, Adidas, Puma, Cola, iPhone, Land Rover, Audi, Peugeot...).
ქართულ ბაზარზე არსებობის განმავლობაში განხორციელებულ რომელ გამორჩეულ პროექტებს გაიხსენებდით?
ამ პერიოდის განმავლობაში ათეულობით წარმატებული პროექტი გვქონდა. გამოვარჩევდი „კროკობეთთან“ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ჰოლოგრამულ გამოსახულებას ინტერაქციის ფუნქციაც შევმატეთ. მარტივი მანევრით, ჰოლოგრამული სლოტის სივრცეში თამაში შესაძლებელი გავხადეთ. შთამბეჭდავმა რეკლამამ უამრავი მომხმარებელი აღაფრთოვანა.
გავიხსენებდი H&M-ის კამპანიასაც, რომელშიც მოდელები ჰოლოგრამულად გამოჩნდნენ პოდიუმზე და სამოსი წარმოადგინეს. ჩვენებას ბრენდის სათაო ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საქართველოში განხორციელებული ინოვაციური იდეით მოიხიბლნენ და მისი გლობალური ექსპორტიც დაიგეგმა.
ჩნდება ჰოლოგრამული რეკლამის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებიც?
მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბიზნესების მინიმუმ 40% გაქრება... თუ თავის კომპანიებს ისე არ შეცვლიან, რომ ახალ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ. Cisco Chairman-ისა და John Chambers ის კვლევას მოვიშველიებ: განვითარების ერთადერთი ფორმულა სიახლისა და ინოვაციის ძიებაა. ვფიქრობ, კომპანიები მუდმივად უნდა ცდილობდნენ ფეხი აუწყონ განვითარებასა და თანამედროვეობას.
თითოეულ ქვეყაში არსებული ტენდენციები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჰოლოგრამული სივრცითი სარეკლამო პროდუქტი სულ უფრო იძენს აქტუალურობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მიზეზი მის მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაშიცაა. 2014 წლიდან ამ პროდუქტს დღემდე არაერთი საინტერესო ფუნქცია შეემატა და უფრო მრავალმხრივი განვითარება იგეგმება – იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანიის თანადამფუძნებლები რიჩარდ ბრენსონი და მრაკ კუბანი არიან.
როგორი პროცესია დამკვეთებთან მოლაპარაკება და თითოეული პროექტის დაგეგმვის სპეციფიკა?
უმთავრესი ამოცანაა, გავარკვიოთ, რა სჭირდება მომხმარებელს და ამაზე წინასწარ ვთანხმდებით. ვადგენთ განსაზღვრულ მიზნებს და ვარგებთ მას ჰოლოგრამის შესაძლებლობებს. ეს არის ღერძი, რომელზეც ყველა პროექტის აგება ხდება, თუმცა თითოეული მათგანი შემოქმედებითი უნიკალურობაა.
თქვენთვის, როგორც „ჰოლოვიჟენის“ გუნდის წევრისთვის, რით არის საქმიანობა საინტერესო გამოცდილება?
გაყიდვების მიმართულებით საკმაოდ ბევრ კომპანიაში მიმუშავია, თუმცა „ჰოლოვიჟენის“ გუნდის წევრობა სხვა გამოცდილებაა. ეს არ არის მზა პროდუქტი, შენ მომხმარებლებს შემოქმედებას სთავაზობ, რომელსაც მასთან ერთად ქმნი. ეს საინტერესო გამოწვევაა. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს კმაყოფილი დამკვეთია. წარმატება ყველაზე კარგად სწორედ ამ შედეგის მიღწევით შეიგრძნობა.
როგორია „ჰოლოვიჟენის“ სამომავლო გეგმები?
მთავარი გეგმაა, სწორხაზოვანი წინსვლა და ყველა იმ ტექნოლოგიური სიახლის საქართველოში დანერგვა, რომელსაც ჩვენი სათაო ოფისი გლობალურად ახორციელებს. საჭიროა, არ ჩამოვრჩეთ განვითარებას!