სოციალური ქსელი ვარსკვლავებისთვის დამატებითი და ხშირად მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდა. რეკლამა მათი პირადი გვერდების განუყოფელი ნაწილი გახდა. წარმოგიდგენთ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს ამ ხუთ ვარსკვლავს გადაუხადეს ყველაზე მეტი ინსტაგრამზე კონკრეტული პოსტის გამოქვეყნებისათვის:
#5 პრიანკა ჩოპრა
მან 2019 წლის მანძილზე ინსტაგრამზე 1.1 მილიონი $ გამოიმუშავა. ერთ პოსტში დაახლოებით 338 ათას დოლარს იღებდა.
#4 ქლოი კარდაშიანი
ქლოიმ პრიანკას ცოტათი გადაუსწრო და წლის მანძილზე 1.2 მილიონი $ დააგროვა. წელიწადში მან ეს მხოლოდ 2 პოსტით შეძლო და თითოეულში დაახლოებით 598 ათასი $ გამოიმუშავა.
#3 კაილი ჯენერი
უმცროსმა ჯენერმა კი 2019 წელს ინსტაგრამზე 3.8 მილიონი $ გამოიმუშავა. თითო პოსტზე 1.27 მილიონი $.
#2 სელენა გომესი
მომღერალმა 8 მილიონ დოლარამდე მიაღწია. თითო პოსტში დაახლოებით 885 ათას $-ს იღებდა (9 დაფინანსებული პოსტი).
#1 კენდალ ჯენერი
კენდალმა კი რეკორდი მოხსნა და ინსტაგრამიდან 15.9 მილიონი $ მიიღო. წლის განმავლობაში მას 26 პოსტი დაუკვეთეს და თითოში დაახლოებით 611 ათასი $ გადაუხადეს.