ბავშვის დაბადებამდე მისი დაკვირვებისთვის და მშობიარობის შემდეგ მოვლის გაადვილებისთვის სხვადასხვა საინტერესო და საჭირო აპლიკაცია იქმნება. არ აქვს მნიშვნელობა პირველ შვილს ეგებებით თუ მეორეს, ისინი აუცილებლად დაგეხმარებათ.
#1 Baby2Body Pregnancy Workout
აპლიკაცია წარმოგიდგენთ სპეციალურ ვარჯიშებს იმის მიხედვით, თუ მერამდენე კვირაში ხართ. ის დღეში 15-25 წუთ აქტივობას მოითხოვს. ასევე აქვეა წარმოდგენილი კვების რეჟიმი და რჩევები.
#2 Pregnancy +
ამ აპლიკაციაში შესაძლებელია მუცლის ფოტოს ატვირთვა და გაგება თუ რა ზომისაა პატარა - სხვადასხვა ხილის, პროდუქტის თუ ცხოველის მაგალითზე. ამით თვალყურს ადევნებთ მის განვითარებას და გექმნებათ გარკვეული შთაბეჭდილება.
#3 Mush
ამ აპლიკაციაში გაერთიანებულები არიან დედები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ამით პოსტ-მშობიარობის პერიოდის ერთგვარი შემსუბუქება ხდება. შეგიძლიათ გაერთიანდეთ მათთან, ვისაც ზუსტად თქვენი ასაკის პატარა ყავს და მიიღებთ საჭირო მხარდაჭერას.
#4 The Wonder Weeks
ეს აპლიკაცია დედების ყველაზე საჭირო კალენდარია, ის ბავშვის განვითარებას გაჩვენებთ - რატომ შეიძლება არ ეძინოს, აფორიაქდეს, ცუდად ჭამდეს და აშ. გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს და გადაწყვეტილებებს.
#5 Freya Surge Timer
ეს აპლიკაცია კი შეგასწავლით სუნთქვის პრაქტიკებს და მოგამზადებთ მშობიარობისთვის.