კომპანია GeoSound 3 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ძალიან მალე მოიპოვა საზოგადოებაში ცნობადობა. ეს არის კომპანია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის საჭირო აპარატურა. OK! GeoSound-ის დამფუძნებელს, ლაშა ნუცუბიძეს ესაუბრა.
როგორ შეიქმნა კომპანია GeoSound?
თავდაპირველად, გამიჩნდა იდეა, რომ თბილისში ღია ცის ქვეშ გამეკეთებინა კინოთეატრი, რისთვისაც შევიძინე პროექტორი და ეკრანი, თუმცა ეს წამოწყება მხოლოდ სეზონურად იყო შემოსავლის მომტანი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მათი გაქირავება მეცადა. საბედნიეროდ, იდეამ გაამართლა და აღსანიშნია ისიც, რომ პირველ კომპანიასთან, რომელმაც ჩემგან კონფერენციისათვის ტექნიკა იქირავა, დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობ. ამის შემდეგ, მომსახურებაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ტექნიკის დამატება გახდა აუცილებელი. შესაბამისად, ვცდილობდი ეტაპობრივად შემეძინა ყველა ის საჭირო ტექნიკა, რითაც შევძლებდი მომხმარებლებისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევას. შევიძინე სასცენო, აუდიოგახმოვანების აპარატურა, სცენა, გადახურვა, LED-ეკრანი, განათება და ყველა ის საჭირო ტექნიკა, რითაც შევძლებდი ღონისძიებათა სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას.
რა არის კომპანიის ძირითადი მიმართულება და ვინ არიან ძირითადი მომხმარებლები?
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო არ არის შეზღუდული, რადგან ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით – იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. მათ შორის: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონცერტები, კონფერენციები, კორპორაციული წვეულებები, ქორწილები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლებიც საკმაოდ მრავალფეროვნად გამოიყურებიან.
გუნდი, რომელიც კომპანია GeoSound-ს წარმოადგენს...
ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ 11 ადამიანისგან შედგება. ეს არის შემადგენლობა, რომელიც თითოეული ღონისძიების წარმატებით და ხარისხიანად ჩატარებისთვის სრულად იყენებს საკუთარ რესურსს და ყოველ ჯერზე მზად არის სიახლეებისა და განვითარებისათვის. აქვე, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ხმის ინჟინრებისა და განათების ოპერატორთა წვლილი ღონისძიებების ხარისხიანად და წარმატებით ჩატარებაში.
უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის GeoSound-ის უპირატესობა? რატომ უნდა აგირჩიონ მომხმარებლებმა თქვენ?
ჩვენი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხია და აქცენტი სწორედ ამაზე გვაქვს გამახვილებული. ამიტომ, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ დამკვეთთან წინასწარ გვქონდეს შეთანხმებული და გავლილი თითოეული დეტალი, რაც შემდგომში გვეხმარება ღონისძიების მსვლელობისას თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. გარდა ადამიანური რესურსების მობილიზებისა, ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია წამყვანი ბრენდების მიერ წამოებული ტექნიკა, რომელსაც იყენებს კომპანია Geosound-ი. აქედან გამომდინარე, შედეგად ვიღებთ იმას, რომ თითოეული მომხმარებელი, რომელიც ერთხელ მაინც იღებს ჩვენს მომსახურებას, სამომავლოდ კვლავ ირჩევს და სხვასაც ურჩევს Geosound-ს.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
სამომავლოდ, ვაპირებ წამოწყებული საქმე გავხადო უფრო მასშტაბური, რაც მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი კონკურენცია გავუწიო საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს და მაქსიმალურად გამოვავლინო კომპანია Geosound-ის შესაძლებლობები. ამისათვის საჭიროა ტექნიკური ზრდა და განვითარება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ასევე სამომავლო გეგმათა სიაში მქონდეს მსოფლიოში ცნობილ იმ უცხოელ არტისტთა გახმოვანება, რომელთა ჩამოყვანაც სამომავლოდ დაიგეგმება საქართველოში. კომპანია Geosound-ი კი მუდმივად ეცდება უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს საზოგადოებას.