PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტმა შაკო მამუჩიშვილმა საკუთარი კომპანიის დაარსებით ბედნიერი მომენტების სამუდამოდ შენახვის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადა. 2017 წლიდან, Giftime ნებისმიერი ღონისძიების გიფებში აღსაბეჭდად სტუმრებს განსაკუთრებულ მოწყობილობას სთავაზობს. ტექნოლოგიურ მიგნებაზე OK! კომპანიის დამფუძნებელს ესაუბრა.
როგორი ჩანაფიქრით დაარსდა კომპანია Giftime? რა იყო თქვენი მიზანი?
იდეა ევროპის მასშტაბით აქტუალური მიგნებაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და იხვეწება. საქართველოში აპარატურის ჩამოტანით მინდოდა, ადამიანებისთვის სიახლე მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო; შეძლებოდათ, ბედნიერი მომენტები აღებეჭდათ და ამისთვის მოძრავი ფოტოს თანამედროვე ტექნოლოგია გამოეყენებინათ.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რა გახდა მთავარი მიზანი? რა ტიპის ინტერფეისის მიღება გსურდათ?
უპირველესად, Giftime-მა გიფის აპარატის პროგრამული ნაწილი დახვეწა და მისი გამარტივება დაისახა მიზნად. ვფიქრობ, ეს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. აპარატს ფოტოს, გიფის და „ბუმერანგის“ ფუნქციები აქვს. მაშინ, როცა მომხმარებელი ფოტოს შენახვის ღილაკს თითს აჭერს, მასალა ჩვენს საიტზე იტვირთება, ენიჭება QR-კოდი და მისი საიტზე ძებნის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინვე შესაძლებელი ხდება გადმოწერა-გაზიარება.
როგორ ხდება Giftime მნიშვნელოვანი დღეების მონაწილე?
ამისათვის, კომპანიასთან კონტაქტი ნებისმიერ კოორდინატზე დაკავშირებით, სოციალურ ქსელებსა და ნომრებზე დარეკვითაა შესაძლებელი. პირადად მეც, ფაქტობრივად დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეტყობინებებსა და ზარებს ვპასუხობ, მზადდება წინასწარი ჩაწერები, თუ როდის და რომელ ღონისძიებას გააფორმებს Giftime.
რამდენად საინტერესოა მსგავსი კომპანიის ხელმძღვანელობა?
PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებისთვის მიმუშავია, ვაკვირდებოდი ღონისძიებებს და ვრწმუნდებოდი, რომ ფოტო-ვიდეოგადაღება შეუცვლელი აქტივობაა და საზოგადოებას ახალისებს. იმის გათვალისწინებით, რომ ფოტოგრაფია ჩემი გატაცებაა, Giftime-ის დაარსება საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა. კარგად მესმის, აღსანიშნავი თარიღისას რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილია სამახსოვრო მომენტების სამუდამოდ აღბეჭდვა; ამ ემოციაში წვლილის შეტანა სასიამოვნოა.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეინიშნება აქტუალობის დაკარგვის ტენდენცია და რატომაა გიფის აპარატი მუდმივად პოპულარული?
გიფის აპარატზე ნამდვილად უწყვეტად დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, ამის მიზეზი თანამედროვე ტექნოლოგიებთან მისი კავშირის გარდა, თავსებადობაცაა. აპარატით გადაღებული ფოტო 21 წამში ფოტოპრინტერით იბეჭდება, არასდროს იშლება ოფიციალური ვებგვერდიდან, სადაც თითოეული ღონისძიება თავსდება და პრივატკოდით მასალის გადმოწერა შესაძლებელია. რაოდენობრივი თვალსაზრისით, შეზღუდვა არ არსებობს და ეს ყველაფერი მის პოპულარობას ხელს უწყობს.
Giftime-თან თანამშრომლობით ნებისმიერი კომპანიის ან ინდივიდუალური დამკვეთისთვის სახელობითი ლოგოს, ინიციალების, სასურველი გრაფიკული დიზაინის შექმნა შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო ახლობელს ხდის ფოტოგადაღების თანმდევ ემოციებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპასთან სისტემატური კავშირი გვაქვს. სატესტო რეჟიმშია არაერთი საინტერესო პროექტი, რომლის მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ.