ვინაიდან დღესდღეობით ლაზერის რამდენიმე სახეობა არსებობს, ქალბატონებს ყოველთვის უჭირთ მათგან ერთ-ერთის არჩევა. თითოეული მათგანი არასასურველი თმის მოსაშორებლად გამოიყენება, თუმცა შედეგები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. OK! ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმ-ლაზეროთერაპევტ ია სირაძე-ტარნავას ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს ლაზერის სახეობებზე და მათ განსხვავებებზე.
რა სახის ეპილაციები არსებობს?
არსებობს სამი სახის ეპილაცია, ესენია: ალექსანდრიტის, რომლის სხივის სიგრძე 755 ნმ-ია, დიოდური – მისი სხივის სიგრძე 810 ნმ-ია და ნეოდიუმი, რომლის სიგრძე 1064 ნმ-ია. ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“ აღჭურვილია ორი სახის დიოდური ეპილაციის აპარატით: ეს არის ერთსხივიანი „სოპრანო აისი“ და სამსხივიანი „სოპრანო აისი პლატინიუმი“, რომელიც ნოვაციაა მსოფლიო ბაზარზე. ერთსხივიანი აპარატი გამოიყენება იმ პაციენტებზე, რომლებიც პირველად იწყებენ პროცედურების ჩატარებას, აქვთ აგრესიული და უხეში თმა, ხოლო სამსხივიანი აპარატი იძლევა უფრო ფართო მასშტაბის მუშაობის საშუალებას. სამსხივიანი აპარატი ეფექტურია როგორც აგრესიული ტიპის თმისთვის, ასევე მუშაობს ღინღლის მოშორებაზე და ღია პიგმენტის მქონე თმაზე. ამ აპარატების უპირატესობა ისიცაა, რომ არის ინფრაწითელი სხივი, არ შთაინთქმება კანში და არ პროვოცირებს ირგვლივ მდებარე მიძინებულ ბოლქვებს, ანუ პაციენტი მაქსიმალურად დაცულია იმისგან, რომ ღინღლი არ გარდაიქმნება უხეშ თმად.
რატომ კეთდება დიოდური ეპილაცია გაპარსულ კანზე და რა ინტერვალებით ტარდება პროცედურები?
პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს გაპარსულ კანზე, რადგან სხივის სიგრძე უზრუნველყოფს ბოლქვის მაქსიმალურ დახლეჩვას სასურველი შედეგის მისაღებად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საპარსი მხოლოდ 3%-ით აპროვოცირებს ირგვლივ მდებარე მიძინებულ ბოლქვს. შესაბამისად, საპარსით პარსვა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კანისთვის. პროცედურები ტარდება მინიმუმ 21 და მაქსიმუმ 28 დღის ინტერვალით და ამ ინტერვალების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს ინტერვალები იცვლება ეტაპობრივად თმის შემცირებასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ თმა სამუდამოდ არ ქრება, თუმცა მიიღწევა ხანგრძლივი რემისიები. პროცედურების მინიმალური რაოდენობა შეადგენს 6-8, მაქსიმალური კი 12-15-ს.
რა უპირატესობა აქვს დიოდს ალექსანდრიტთან შედარებით და რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურები?
ალექსანდრიტთან შედარებით, დიოდის პროცედურები უმტკივნეულოდ ტარდება და ამის გამო მას „ოქროს სტანდარტს“ უწოდებენ. დიოდური ეპილაცია უზრუნველყოფს მგრძნობიარე ზონებზე უმტკივნეულო პროცედურას.
კეთდება თუ არა ეპილაცია გარუჯულ კანზე?
რუჯის მიღების პროცესში, დიოდური ლაზერი კეთდება ნებისმიერი ტიპის კანზე სამდღიანი ინტერვალით – როგორც რუჯიდან პროცედურამდე, ასევე პროცედურიდან რუჯამდე. ალექსანდრიტის ლაზერი კი გარუჯულ კანზე არ კეთდება.
რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე ამ პროცედურებს ჩავიტარებთ?
პროცედურა უნდა ჩატარდეს პროფესიონალი ექიმის მიერ ერთჯერადი ნივთებით. პროცედურაზე მისულმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აპარატი აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული. ჩვენს ესთეტიკურ კლინიკაში არსებულ ყველა აპარატს აქვს ISO, CE და FDA სერტიფიკატები, რაც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და გარანტირებულ შედეგს.
დაბოლოს: პაციენტის მოლოდინი და ფაქტობრივი შედეგი.
შესაძლოა 6-8 პროცედურა ჩავიტაროთ, მაგრამ ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი. მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს: 1. ეს არის დამოკიდებული პაციენტის მიერ პროტოკოლით დადგენილი ინტერვალების დაცვაზე. 2. ჰორმონალურ დისბალანსზე. 3. უპიგმენტო თმის ბოლქვზე (ღინღლი მუქია, მაგრამ ბოლქვი უპიგმენტოა). 4. ექიმის მიერ იმპულსების არასაკმარისად გახარჯვა. 5. პარამეტრი უნდა იყოს შერჩეული კანისა და თმის ტიპის მიხედვით. 6. ექიმის მიერ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირველი და მეორე პროცედურის ჩატარებიდან 10-14 დღის შემდეგ თმა იწყებს ცვენას 30%-ით, ხოლო თვალსაჩინო შედეგი მიიღწევა 3-4 პროცედურის თავზე, 40%-60% დაცვენილი თმის სახით.