ტექნოლოგია აგრძელებს რევოლუციურ განვითარებას და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას. სახლის „ჭკვიან“ პლატფორმაზე გადასვლა დღეების ჩვეულ რუტინას ძალიან ამარტივებს. ყველა მოწყობილობა, რაც სახლშია, უკვე იქცა ონლაინგაჯეტად – სახლის დაცვიდან დაწყებული, მტვერსასრუტით დამთავრებული. სანამ ვიღებთ სარგებელს ხმოვანი ასისტენტებისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე არც ისე რთულია ვფლობდეთ „ჭკვიან სახლს“.
საკუთარი საცხოვრებელი სივრცისთვის გაჯეტების შეძენა ჩვენს საჭიროებებსა და მიზნებს უნდა დაემყაროს. ბევრ ადამიანს სურს ეკომეგობრული სახლის შექმნა, რომელიც იცავს გარემოს და გრძელვადიან პერსპექტივაში თანხას გვიზოგავს. მაგალითად, გათბობის სისტემის გაუმჯობესება და მზის პანელების დაყენება მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიას დაზოგავს და ნახშირბადის კვალს შეამცირებს.
თუ სახლში ხშირად არ ხართ, შეგიძლიათ დააყენოთ ჭკვიანი ზარი, რომელიც თქვენს კართან მოსულ ყველა ადამიანს ჩაიწერს. მსგავსი მარტივი სისტემებით სახლის გაჯეტებს საკუთარ სმარტფონს დაუკავშირებთ. თუ მეტად ხელმისაწვდომი ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ჭკვიანი განათება ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ. შეგიძლიათ აკონტროლოთ ისინი ხმოვანი ბრძანებით ან აპლიკაციით.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიის გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. საჭიროება და ფუფუნება ერთად სწორედ ტექნოსამყაროსთან გვაკავშირებს. უკანასკნელ წლებში ჭკვიანი სახლი ინდუსტრიის უდიდესი მიღწევა გახდა და მსოფლიოს გარშემო დიდ პოპულარობას აღწევს.
რაში გვჭირდება ჭკვიანი სახლი?
ახალი ტექნოლოგიური მექანიზმების ბაზარზე ყოველ მეორე დღეს წარდგენილი ტექნოლოგიის გიგანტი თუ მცირე კომპანიები, ჭკვიანი სახლის ინოვაციებს ქმნიან. როცა გვესმის სიტყვათა შეთანხმება ჭკვიანი სახლი, ავტომატურად ვფიქრობთ კომპლექსურ მოწყობილობაზე. რეალურად, ინდივიდების უმეტესობას უკვე აქვთ შინ ჭკვიანი მოწყობილობები და ამას ვერც აანალიზებენ.
ჭკვიანი სახლის ინოვაციები გარკვეულ მიზნებს ემსახურება – ზოგჯერ საჭიროების დაკმაყოფილებას და ხანდახან ფუფუნებას. არ აქვს მნიშვნელობა მიზანს – ჩვენ ისინი გვჭირდება. ამ ნივთების შეძენისას, უსაფრთხოება და ეფექტურობა ადამიანების ორი მთავარი მიზეზი ხდება, მაგრამ როგორ ხდება ეს მოწყობილობები ნაყოფიერი? რა სარგებელი მოაქვს ჭკვიანი მექანიზმებით აღჭურვილ სახლებს?
აი, რამდენიმე ფუნქციაც:
ტემპერატურის დარეგულირება;
გასტრონომიის შეკვეთა;
ფანჯრებისა და ჟალუზების დაკეტვა;
სინათლის კონტროლი;
ჩაკეტვის სისტემა (კარების გაღება და ჩაკეტვა, მათ შორის – ავტოფარეხის);
ჭკვიანი კარის ზარი;
კვამლის/გაზის გაშვების ამოცნობა;
სახლის გაწმენდა (ჭკვიანი მტვერსასრუტით);
ჭკვიანი USB-როზეტები, რომლებიც ჩვეულებრივ მოწყობილობებს ჭკვიანად აქცევს;
ზარების განხორციელება, SMS-ების მიწერა, მაღვიძარას და შეხსენებების დაყენება;
საყვარელი მუსიკის ჩართვა.
ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე მოწყობილობას, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, რეალურად, არჩევანი ძალიან დიდია.
უნივერსალური დისტანციური პულტი;
კვამლის დეტექტორი;
ჭკვიანი მოსაუბრე;
Wifi-ფანჯრების ფარდები და ჟალუზები;
ჭკვიანი სახლის აღჭურვილობა, როგორებიცაა ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა;
დაცვის სისტემა;
სახლის დაცვის კამერები;
სახლის გამწმენდი (რობოტი მტვერსასრუტი);
ჭკვიანი განათება;
ჭკვიანი ჩამკეტი;
ვიდეოს ჩამწერი ზარი;
ჭკვიანი თერმომეტრი;
ავტოფარეხის კარის გამღები.
ალბათ გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა გქონდეთ მსგავსი სახლი, თუ ის თქვენი არაა და სახლში იჯარით იმყოფებით. პასუხია – დიახ! არ აქვს მნიშვნელობა, ქირაობთ თუ შეძენილი გაქვთ – მაინც მარტივად აქცევთ მას ჭკვიან თავშესაფრად.
ჭკვიანი სახლის მექანიზმები ერთი მოწყობილობიდან – მოდემიდან კონტროლდება. აი, რატომ უნდა ავირჩიოთ ის გონივრულად. აპლიკაციიდან ყველაფრის ცალ-ცალკე კონტროლი დამღლელი და არაეფექტური იქნება. მოდემის მეშვეობით კი, ყველა მათგანს ხმის ბრძანებით გააკონტროლებთ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ჭკვიანი სახლის სისტემა ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს. მოდემი ამ მხრივ ერთგვარ სტანდარტს აწესებს. კვლევა აუცილებელია, სანამ მოწყობილობას შეიძენთ. რაც უნდა მოგწონდეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის თქვენ მიერ შერჩეული სახლის სისტემას უნდა ერგებოდეს. ან შეიძინოთ სახლის სისტემა, რომელიც მუშაობს იმ ჭკვიან გაჯეტებზე, რომლებიც უკვე შეძენილი გაქვთ. მაგალითად აიღეთ Alexa-ს მოწყობილობები – ისინი მხოლოდ Alexa-ზე მუშაობენ, „ამაზონის“ პროდუქტზე.
რა თქმა უნდა, არსებობს რისკიც. ჭკვიანი სახლის ინოვაციებს დაცვა სჭირდება. ვერ უგულველვყოფთ საშიშროებებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას. მაგალითად, ინტერნეტის გამოყენებით გამოწვეულ რისკს. ტექნოლოგიის ამ ნაწარმთა შინ შემოშვება ქმნის გარემოს, რომელიც შესაძლოა ვინმემ გატეხოს. მაგრამ რჩევები ამ მხრივაც არსებობს: უნდა დამონტაჟდეს ჭკვიანი როუტერები, რომლებიც პაროლის გარეშე არსებულ მოწყობილობებს იცავს; უნდა გაითიშოს მიკროფონი მაშინ, როცა მას არ იყენებთ; შეიძინოთ მექანიზმები, რომლებზეც პაროლის დაყენებაა შესაძლებელი და საჭიროა შეიყვანოთ ძლიერი პაროლები. ჭკვიანი მოწყობილობები საძინებელსა და სააბაზანოში ნაკლებად უნდა განთავსდეს.
ისეთი მარტივი ნივთები, როგორებიცაა ენერგიის დასაზოგი ეკონათურები, უკვე ჭკვიანი სახლის შემადგენელი მოწყობილობებია. ჭკვიანი სახლები – ეს მომავალია, თუმცა მსგავსი ტემპით მომავალი აქ და ახლა, აწმყოში დგება. მსოფლიოს გარშემო უამრავი სახლია ნაწილობრივ ჭკვიან სერვისზე აგებული, მაგრამ მალე მათი სრული გადაყვანა მოხდება.