ხმოვანი ასისტენტები აღარ არის მხოლოდ „ჭკვიანი“ მოსაუბრე და სმარტფონებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო და უფრო მეტად მოიცავს, მათ შორის ავტომობილებს. ხელოვნური ინტელექტით ნაწარმოები ხმოვანი ასისტენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თანამედროვე მომხმარებლებს შორის. კვლევების მიხედვით, აშშ-ში მას დაახლოებით 114 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ხმოვანი ასისტენტის პოპულარობის ფართო ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ მათი მაჩვენებელი 2023 წელს უკვე ძალიან მაღალი იქნება.
ადრე, ავტომანქანაში არსებული ხმოვანი კონტროლი ფოკუსირებული იყო მხოლოდ მარტივ დავალებებზე − ნავიგაციასა და სატელეფონო ზარებზე. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ხმოვანმა ასისტენტებმა უამრავი ფუნქცია შეითავსეს, მათ შორის კითხვების დასმა და გართობა.
როცა ადამიანის ხელები და თვალები დაკავებულია საჭის მართვით, კომფორტულია ალტერნატიული სისტემის ფლობა, რომელსაც ინტერაქციისთვის ხელის დახმარება არ სჭირდება და უსაფრთხო, სასიამოვნო მგზავრობას გვპირდება. ისინი ასრულებენ სხვადასხვა სახის დავალებას, როცა იგებენ შეძახილს ან ბრძანებას. მათ შეუძლიათ უპასუხონ კითხვებს, გამორთონ სინათლე, ჩართონ მუსიკა და მოგცენ სწორი მიმართულება.
პოპულარული ხმოვანი ასისტენტებია: Apple-ის Siri, Amazon-ის Alexa, Samsung-ის Bixby და Google-ის Assistant.
ხმოვანი ასისტენტი, როგორც წესი, ავტომობილის ნავიგაციის სისტემაში თავსდება. თუმცა, ერთ-ერთი მარტივი ხერხია მოწყობილობა, რომელიც ამ მწარმოებლების მხარდაჭერით გამოირჩევა. მაგალითად, Anker ROAV Viva, რომელიც Amazon-ის ალექსას სერვისს წარმოგვიდგენს ნებისმიერ ავტომობილში. ამ კომპაქტური გაჯეტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მიმართულებებზე, ჩართოთ მუსიკა, განახორციელოთ ზარები, დამუხტოთ სმარტფონი და ა.შ.
პერსონალური ფუნქციების ჩამონათვალი და მიმოხილვა:
სატელეფონო ზარების განხორციელება: მობილური ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მესიჯების წერა, დარეკვა და სმარტფონთან ნებისმიერი სახის კონტაქტი გზაზე საფრთხის შემცველია. ამას ავარიების გამომწვევი მიზეზების სტატისტიკაც ადასტურებს. ზოგიერთ ქვეყანაში არალეგალურია ტელეფონის ხელში დაჭერა საჭესთან ყოფნისას და თუ თქვენ მისი გამოყენება გსურთ, ეს მასთან შეხების გარეშე უნდა გააკეთოთ. ხმოვანი ასისტენტი თქვენ მაგივრად დარეკავს და თქვენს სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მიმართულებების მითითება: მარტივი ხმოვანი ბრძანებით ადვილად იპოვით თქვენი დანიშნულების პუნქტისკენ მიმავალ გზას. ასისტენტი მოგაწვდით ინფორმაციას და გაგიწევთ მარტივ ნავიგაციას კონკრეტულ ლოკაციამდე.
მუსიკა: გაქვთ საერთო საყვარელი სიმღერები თქვენ და ბავშვებს? ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ მარტივად გამოიყენოთ თქვენი ხმა ნებისმიერი სიმღერის შესასრულებლად ხელების საჭიდან და თვალების გზიდან მოშორების გარეშე.
SMS-ების გაგზავნა: ალბათ ხდება ხოლმე, რომ მეუღლე, დედა ან მეგობარი გირეკავთ ავტომანქანის მართვის დროს. თქვენ კი შეგიძლიათ უბრალოდ ხმამაღლა თქვათ: „ალექსა, გაუგზავნე მესიჯი...“ (სახელს, ანუ პიროვნებას, როგორც გიწერიათ ის კონტაქტებში). ალექსა გკითხავთ, რისი თქმა გსურთ და ამ დავალებას პირნათლად შეასრულებს. „გზაში ვარ!“; „ბოდიში, ახლა ვერ გელაპარაკები“, „შემახსენე მისამართი“ − ეს არის მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ ადრესატებთან ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით აფრინოთ.
რეკომენდაციების კითხვა: თუ ადგილობრივი რესტორნის ან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მოძებნა გსურთ, მართვის დროს შეგიძლიათ ასისტენტს რეკომენდაცია დაეკითხოთ. ასე, საჭის მართვა უფრო მარტივი და მოხერხებული გახდება, არც დაიკარგებით და არც ზედმეტ საწვავს დახარჯავთ.
საცობების შემოწმება: ხმოვანი ასისტენტი შინიდან სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ სახლამდე კომფორტულ მგზავრობაში დაგეხმარებათ. მას შეუძლია განაახლოს ინფორმაცია მოსალოდნელ და არსებულ საცობებზე და გაპოვნინოთ ყველაზე სწრაფი გზა თქვენს დანიშნულების წერტილამდე. ეს ფუნქცია ძალიან სასარგებლოა დროის დასაზოგად.
ავტოფარეხის კარის გაღება და შინ სინათლის ჩაქრობა: შინ ბრუნდებით და ავტოფარეხის გაღება გჭირდებათ? თუ დამონტაჟებული გაქვთ კარების „ჭკვიანი“ გამღები, შეგიძლიათ მისი გახსნა ხმოვან ასისტენტს სთხოვოთ. მას ასევე შეუძლია ჩააქროს სინათლე სახლში, თუ შეამჩნიეთ, რომ ის ჩართული დაგრჩათ. გასვლის წინ უბრალოდ წარმოთქვამთ სიტყვებს: „ალექსა, ჩააქრე სინათლე და დაკეტე ავტოფარეხის კარი“ და გზა ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე განაგრძოთ.
საკონფერენციო სატელეფონო საუბარში ჩართვა დილის 9 საათზე: შეყოვნდით გზაში და საცობში გაჩერდით? სამსახურში კი მნიშვნელოვანი კონფერენციაა? ხმოვანი ასისტენტი საშუალებას მოგცემთ ჩაერთოთ მასში დარბაზში არყოფნის მიუხედავად და არ გამოტოვოთ არაფერი მნიშვნელოვანი, სანამ ავტომობილში ხართ.
მძღოლებისთვის ავტომობილების ჭკვიანი მოწყობილობებით აღჭურვა განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნის საწინდარია. ჩვენს ეპოქაში ავტომანქანებს უკვე უნიკალური, შეუფასებელი გამოცდილების მომნიჭებელი სერვისები აქვთ.