კორეული კომპანია Samsung Galaxy 10 წლისაა. მრავალწლიან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს წარმომადგენლობამ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი გადაიღო, სადაც მთავარ გმირს მოდელი მატილდა გვარლიანი ასახიერებს და სიუჟეტი Galaxy–ის ხაზის 10 წლიანი განვითარების ეტაპებზე მოგვითხრობს. OK! Magazine Georgia Samsung–ის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერს ეკა კვირიკაშვილს ესაუბრა.
Samsung Galaxy 10 წლისაა, გვიამბეთ ვიდეორგოლზე, რომელიც Galaxy-ის 10 წლის იუბილეს მიძღვნა.
Samsung–ის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ, რომ გალაქსის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიდეო რგოლი სწორედ საქართველოში გადაგვეღო. სიუჟეტი Galaxy–ის 10 წლიანი განვითარების ისტორიას მოგვითხრობს და ვითარდება პერსონაჟის ზრდასთან ერთად, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე Galaxy–ის სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი უმშვენებს გვერდს და აღბეჭდავს მის მნიშვნელოვან მომენტებს. პირველივე კადრებში Samsung–ის ლეგენდარული Galaxy S სმარტფონია წარმოდგენლი. ეს ზუსტად ის პირველი მოდელია, რომლითაც სამსუნგი მომხმარებლის წინაშე 2009 წელს წარსდგა და საფუძველი ჩაუყარა დღეისთვის უკვე მილიონობით მომხმარებლის საყვარელი სმარტფონების ხაზს. კლიპში მრავლადაა 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობები, როგორებიც არიან: Galaxy Tab - დიდი ეკრანის გამოცდილება, Galaxy Watch - საოცრად პრაქტიკული wearable სმარტ საათი, Galaxy Buds - კომფორტული, დახვეწილი და რეალურად უსადენო ყურსასმენები, Gear 360 - მობილური ვიდეოგრფია სრულიად განსხვავებულ პრიზმაში, Gear VR – ვირტუალური რეალობის სამყარო, Galaxy S8 - სამსუნგის პირველი სმარტფონი საოცარი, უსაზღვრო ეკრანით. 10 წლიანი ინოვაციების კულმინაციად კი ვიდეო რგოლში სამსუნგის უახლესი ფლაგმანი Galaxy Note10+ გვევლინება, რომელსაც გმირი Trade-In აქციით, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით ყიდულობს, ხოლო ფინალში S-Pen-ის საშუალებით მატილდა სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობს და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საოცარი მუსიკის ფონზე გვემშვიდობება.
1 წუთიან ვიდეოში ვფიქრობ ძალიან კრეატიულად არის გადმოცემული ის, რითიც Galaxy ამაყობს და გამოირჩევა თავისი კონკურენტებისაგან.
როგორ ფიქრობთ, რა არის Samsung Galaxy-ის მთავარი უპირატესობა?
Samsung Galaxy–ის მთავარი უპირატესობა თავისი მომხმარებლისთვის კარგად მოსმენა და მათი სურვილების გათვალისწინებაა. თუ დააკვირდებით წლიდან წლამდე პროდუქტების განვითარებას, მათში ისეთ პრაქტიკულ ცვლილებებს შეამჩნევთ, რომლებიც სწორედ ინდივიდუალური მომხმარებლის მოთხოვნითაა განპირობებული. სმარტფონების „უსაზღვრო ეკრანი“, მძლავრი პროცესორი ნებისმიერი დავალების სწრაფი შესრულებითვის, გაუმჯობესებული მობილური ფოტო/ვიდეო კამერები, IP68 სტანდარტით დაცულობა წყლისა და მტვრისაგან, 2 SIM-ბარათისა და დამატებითი მეხსიერების ბარათის შესაძლებლობა და გაზრდილი აკუმულატორი მთელი დღის გამოყენებისათვის, საოცრად დახვეწილი დიზაინი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითიც Galaxy-ის სმარტ მოწყობილობები გამოირჩევა.
როგორც ცნობილია საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებთ...
დიახ, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განასხვაოს ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან. Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. კერძოდ, კი შემოწმებულია და სრულად თავსებადია საქართველოში არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის. ასევე გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან. გარდა ამისა, ოფიციალური სამსუნგი ყოველთვის სთავაზობს თავის მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებსა და საჩუქრებს, როგორიც არის Trade-In (გადაცვალო არსებული სმარფონი სამსუნგის უახლეს სმარტფონზე), უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია და სხვა. რომ შევაჯამოთ, ჰოლოგრამა გიცავს.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეები და საინტერესო აქციები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სულ ახლახანს ბაზარზე წარვადგინეთ Galaxy-ის ყველაზე მძლავრი ფლაგმანი Galaxy Note10 | 10+ , ასევე ძალიან საინტერესო საშუალო სეგმენტის სმარტფონები : Galaxy A10s, A20s, A30s და საოცრად დახვეწილი საათი: Galaxy Watch Active2. ეს და სხვა უამრავი სანტერესო პროდუქტი ხელმისაწვდომია ჩვენს პარტნიორ მაღაზიათ ქსელებში. ვფირქობ კარგი საჩუქარია წინასაახალწლო პერიოდისთვის. ჩვენს ერთგული მომხმარებელს კი მოვუწოდებ თვალი ადევნოს ჩვენს Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებს, სადაც კიდევ მრავალ სიახლეს შეიტყობენ.