ნიკოლოზ ჩხაიძე: არქიტექტორი
გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე.
მე წარმოვადგენ კომპანია neo-a-ს, რომლის საქმიანობაც მოიცავს არქიტექტურული პროექტების დამუშავება, მშენებლობას.
რა არის თქვენი პროექტების განმასხვავებელი ნიშანი?
არსებობს უნივერსალური არქიტექტურული ენა, რომელიც ქმნის სწორ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას. ყველა პროექტი ინდივიდუალურად განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს, რა გამოწვევებს პასუხობს და რა მოთხოვნები არსებობს კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების მხრიდან.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი.
გამოარჩევდით თუ არა თქვენს რომელიღაც პროექტს?
ყველა პროექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ძალიან რთულია რომელიმეს გამორჩევა. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიისა და შინაარსის მატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
რა არის არქიტექტორისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში?
საქართველოში არქიტექტურა დაუცველი პროფესიაა. უამრავი გამოწვევის მიუხედავად, არქიტექტორი არ უნდა გატყდეს, ის არ უნდა იყოს უბრალოდ ფანქარი დამკვეთსა და პროექტს შორის.