მსოფლიოში მაყურებლის დიდ ნაწილს უყვარს დეტექტივების ყურება. წარმოგიდგენთ ჩვენი დროის საუკეთესო სერიალებს ამ ჟანრში - ტრადიციულიდან მისტიკურმდე, რათა დასვენების დღეებში დრო სასიამოვნოდ გაიყვანოთ.
#1 "შერლოკი"
ბენედიქტ ქამბერბეჩს საუკეთესო შერლოკ ჰოლმსს უწოდებენ, როგორც ფანები, ასევე ცნობილი გამოცემები. სერიალზე დოქტორი "WHO"-ს შემქმნელებმა იმუშავეს, ინტრიგის მოყვარულებმა. 4 სეზონის მანძილზე სერიალმა უამრავი ჯილდო მოიპოვა, ბენედიქტის მსგავსმა პალტომ კი გაყიდვების რეკორდი მოხსნა და საკულტოდ იქცა.
#2 დექსტერი
ეს სერიალი პოპულარობის პიკზე იყო 2010-იანი წლების დასაწყისში. რვავე სეზონი მაყურებელს დაძაბულობაში ამყოფებს, მაგრამ ძალიან გასართობია. მთავარი გმირი სერიული მკვლელია, რომელიც პოლიციაში მუშაობს. მშვიდი და თავშეკავებულიდ ექსტერი სოციოპათია - ბავშვობაში თვალწინ დედა მოუკლეს. ამიტომაც, დასდევს იმ დამნაშავეებს, რომლებთანაც პოლიცია ვერაფერს ხდება.
#3 ხიდი
შვედურ-დანიური კრიმინალური სერიალი 4 სეზონს მოიცავს. შოუმ განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა დანიისა და შვედეთის დამაკავშირებელ ხიდს - ერესუნს. ამ ხიდზე კლავენ ქალს, მაგრამ ეს ისე ხდება, რომ გარდაცვლილის სხეული ერთდროულად ორ ქვეყანაში იმყოფება.
#4 მენტალისტი
ავსტრალიელი მსახიობი თამაშობდა "ვნების ანატომიასა" და "ეშმაკი ატარებს პრადაში", მაგრამ საყოველთაოდ ცნობილმა მხოლოდ ამ სერიალის შემდეგ გაიღვიძა. მისი გმირი ფსიქოლოგი, მენტალისტი და მანიპულატორია, რომელიც საკუთარი უნარ-ჩვევების წყალობით პოლიციას დანაშაულების გახსნაში ეხმარება.
#5 მოსმენა
IMDB-ის მიხედვით სერიალი საუკეთესო ტელე-შოუების ათეულში შედის. სერიალის სცენარისტი კრიმინალური ჟურნალისტია, პროდიუსერი კი დეტექტივებთან მუშაობდა. სერიალის ცენტრში პოლიციელების გუნდია, რომლებიც ნარკომანიას ებრძვიან.
#6 ფორტიტუდი
ეს არის ქალაქი 800 მაცხოვრებლით ნორვეგიაში. ცივ და ნისლიან ატმოსფეროში მისტიკური მკვლელობები ხდება. პოლარული დათვები თუ საშინელი ვირუსები - სცენარისტების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
#7 ღამის ადმინისტრტორი
კლასიკური ჯაშუშური სერიალი: მთავარი გმირი მომხიბვლელი პორტიეა, რომელიც მოდურ სასტუმროში მუშაობს. ტომ ჰიდლსტონისა და ჰიუ ლორის საოცარი სამსახიობო ოსტატობა ფილმს განსაკუთრებულობას სძენს. "ღამის დმინისტრატორი" რომანის ეკრანიზაციაა.