ჯიჯი ჰადიიდ არათუ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში, არამედ სოციალურ ქსელებშიც იქცა გავლენიან ინფლუენსერად. ახალგარზრდა გოგონას, როგორც აღმოჩნდა, ინსტაგრამზე ორი პირადი გვერდი აქვს და მეორე პროფილი, სადაც მის აქტივობებს ყველას შეუძლია თვალი ადევნოს - Gisposable გახლავთ.
გვერდი, რომელიც სამოთხეა მოდის მესვეურებისთვის, ალბათ ყველა გოგონამ უნდა გამოიწეროს, რადგან ჯიჯი მასში მთელს სულ აქსოვს და ხშირად აზიარებს კულუარულ კადრებს.
განსაკუთრებული აქცენტი კი მოდის კვირეულებზე აქვს და ცდილობს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შანსი ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახონ, უზიარებს უჩვეულო კადრებს ჩვენივე საყვარელი ვარსკვლავების მონაწილეობით.