ცნობილი ვარსკვლავების სოციალური ქსელები ყოველთვის მთავარი წყაროა მათზე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ ყველაფერს მათთვის სასიამოვნო და გასართობი ხასიათის გარდა, კიდევ ერთი - ფინანსური წყაროს დანიშნულებაც გააჩნია, მაგალითად, კაილი ჯენერი თითოეული პოსტის მეშვეობით 1 266 000 დოლარს გამოიმუშავება და მსგავსი ვარსკვლავების სია უსასრულოდ გრძელდება. თუმცა, თუ ცნობილი ადამიანები სწორედ გამომწერების მეშვეობით ხდებიან უფრო წარმატებული, თავად მათ რიგებში აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებიც არჩევენ არავის სიახლეებს არ ადევნონ თვალი და მათი პროფილები ინსტაგრამზე ასე გამოიყურება:
მაგალითად, ბიონსე, რომელმაც 2017 წელს გამოქვეყნებული პოსტით, სადაც მშობიარობის შესახებ განაცხადა, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა, ასევე "არავის გამოწერის" წესის მიმდევარია.
ნელ-ნელა ეს ტენდენცია უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს და ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარსკვლავი, რომელიც სწორედ ასეთივე პროფილით გვაკვირვებს, ტელეწამყვანი და მსახიობი - შორენა ბეგაშვილია.
თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს უბრალო ეგოიზმსა და ე.წ. სნობურ საქციელს უწოდებენ, საკმაოდ საინტერესო სტატია შესთავაზა Forbes-მა. გავლენიანი გამოცემა ტენდენციას დადებითად აფასებს და რამდენიმე მიზეზით ხსნის წარმატებული ქალბატონების უჩვეულო წესს.
უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენგანი დღის განმავლობაში ე.წ. სქროლვას საათებს უთმობს, ზოგიერთისთვის ეს ჩვევა შემაწუხებლადაც იქცა, მაგრამ მისგან გაქცევაც არც ისე მარტივია, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანების ნაწილს მაინც სურს დარწმუნებული იყოს, რომ უფრო მეტ დროს უთმობს მნიშვნელოვან საქმეებს და ბიონსე, ადელი თუ სხვები სწორედ მათ მიეკუთვნებიან.
გარდა ამისა, 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელები მენტალური პრობლებების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, Forbes-ის გამოცემაში აღნიშნულია, რომ როცა შენს ანგარიშში არ ჩნდება სხვების ათობით ან ათასობით პოსტი, ნაკლები შანსია რომ საკუთარი თავი ვინმეს შეადარო. ამასთანავე, უფრო ადვილად კონცენტრირდები შენთვის მნიშვნელოვან საქმეებზე, ვინაიდან ყველა დისტრაქტორი "გამორთულია".