კომპანია K-Motors 2011 წლის 15 ნოემბერს დაარსდა და ამ დროიდან იგი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფერო მიკროავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების ავტონაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.
OK! K-Motors-ის წარმომადგენელს ბექა ბაბალაშვილს ესაუბრა:
რა მომსახურებას სთავაზობს K-Motors-ი მომხმარებლებს?
მომხმარებლებს ვთავაზობთ მათი პირადი ან კომპანიის მსუბუქი ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას. ჩვენი კომპანია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიებს.
რა სახის სერვისები ფუნქციონირებს კომპანიაში?
ჩვენთან ფუნქციონირებს შემდეგი სახის სერვისები: ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში, ძრავის შეკეთება, სავალი ნაწილების შეცვლა, ელექტრიკოსის მომსახურება, ელექტრო დიაგნოსტიკა, ხარატის მომსახურება, ასევე საწვავის სისტემების აღდგენა.
გვესაუბრეთ ავტონაწილების იმპორტის შესახებ.
ავტონაწილების იმპორტს ვანხორციელებთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორებიცაა: გერმანია, იტალია, ბელგია, თურქეთი, პოლონეთი, ბრაზილია, ინდოეთი ასევე ყოველდღიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ავტონაწილების მწარმოებელ კომპანიებთან.
დაახლოვებით რამდენი ადამიანია კომპანიაში დასაქმებული?
კომპანიაში დღესდღეობით დასაქმებული გვყავს დაახლოებით 100-მდე თანამშრომელი და მომავალში კიდევ ვაპირებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.
ფილიალების მდებარეობაზეც გვესაუბრეთ, სად მდებარეობს კომპანიის სერვისცენტრები?
ჩვენი სერვისცენტრები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: მოსკოვის გამზირზე, ქინძმარაულის 7 ნომერში, ასევე თემქა-მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე, ისაკიანის ქ.55-ში და გრიგოლ ლორთქიფანიძის 162 ნომერში, სადაც არის ჩვენი ცენტრალური საწყობი და დეტალების შეძენა საბითუმო ფასად შეგიძლიათ. ჩვენს ფილიალებში მომსახურებას უწევენ კვალიფიცირებული კადრები. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია ახორციელებს ევროპული დონის ავტოსერვისს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გეგმაში გვაქვს გავიდეთ რეგიონებზე და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს წარმოდგენილი ვიქნებით უკვე ბათუმშიც.