ღონისძიებებსა თუ წვეულებებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა გადასაღები აპარატი, რაც სტუმრებისთვის დაუვიწყარი მომენტების აღსაბეჭდად კარგი საშუალებაა. ერთ-ერთი მათგანი კი GIFFER-ის მოწყობილობაა, რომელიც უკვე 4 წელია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. OK! GIFFER-ის დირექტორსა და თანადამფუძნებელს, გაბრიელ მელივას ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც Giffer საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და ვინ არის იდეის ავტორი?
Giffer საქართველოს ბაზარზე 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა. იდეა ჩვენს გუნდს ეკუთვნის, რომელშიც ჩემ გარდა რომან გუჯაბიძე, თორნიკე ტურიაშვილი და გიორგი კონტუაძე არიან.
ზოგადად გვიამბეთ Giffer-ის მნიშვნელობის შესახებ.
Giffer უკვე 4 წელია აქტიურად და წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ყველაზე დადებითი და ახალგაზრდული ბრენდია, რომელიც ღონისძიებებს მხიარულებით ავსებს და შესაბამისად, ყველა ტიპის წვეულების სასურველი სტუმარია.
რამდენადაა დაინტერესება საზოგადოების მხრიდან და რამდენად ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა კომპანიები წვეულებებზე Giffer-ით?
ღონისძიებების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Giffer-ით დაინტერესება საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალია. ამას მოწმობს ჩვენ მიერ გადაღებული 1 000 000 გიფი და დაბეჭდილი 250 000 ფოტო. ნებისმიერ ფიზიკურ პირსა თუ კომპანიას მარტივად შეუძლია აპარატის საკუთარი ივენთისთვის დაქირავება. „გიფერი“ ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და დამატებით დამხმარე პერსონალს არ საჭიროებს. მხოლოდ სამი მოქმედებაა საჭირო: გიფებს იღებ, ტვირთავ და აზიარებ სოციალურ ქსელებში.
ვინ არიან კომპანიის პოტენციური მომხმარებლები?
ჩვენი პოტენციური მომხმარებელი არის ყველა ის ფიზიკური პირი თუ კომპანია, რომელიც გეგმავს ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას − იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი, კორპორაციული წვეულება თუ სხვა რამ.
თქვენი აზრით, რამ განაპირობა „გიფერის“ ასეთი პოპულარობა?
Giffer-ს შეუძლია ნებისმიერი ტიპის წვეულებაზე შეიტანოს დადებითი განწყობა. არის მარტივად მოსახმარი, სახალისო, და ინახავს სასიამოვნო მომენტებს.
სად არის დამზადებული „გიფერი“ და რომელ ქვეყნებში არსებობს მისი ანალოგი?
Giffer-ის აპარატი დამზადებულია საქართველოში. გვაქვს ფილიალები შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, ბელგია, ჰოლანდია, კვიპროსი, ჩეხეთი. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.
სად იტვირთება გადაღებული გიფები?
გადაღებული გიფები ონლაინრეჟიმში იტვირთება საიტზე: www.giffer.ge შესაძლებელია გიფების გადმოწერა ან სოციალურ ქსელებში გაზიარება.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ...
სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას. ბოლო 1 წლის განმავლობაში მრავალი სიახლე წარვუდგინეთ მომხმარებელს, გავერთიანდით კომპანია „მემოგრამთან“ და საქართველოს ბაზარს ერთობლივად შევთავაზეთ ახალი პროდუქტები; გავაახლეთ კომპანიის ოფიციალური საიტი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროდუქტზე, რომლებსაც სექტემბერში ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შევთავაზებთ.