ბაიკერების ბედნიერების ჰორმონი ადრენალინის პარალელურად გამოიყოფა. ბედნიერებას კი სქესი რომ არ აქვს, ეს ნათელია.
საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა“ მესამე წელია მოტოციკლის დაზღვევით აქტიურად არის დაკავებული. ეს პროდუქტი კომპანიისთვის ერთგვარი ნიშა აღმოჩნდა. „კამარა“ იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს მოტოციკლის დაზღვევა შესთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ „კამარამ“ ბაიკერების სურვილების გამორკვევა დაიწყო და პროდუქტი მათთან კონსულტაციების შედეგად შექმნა, მოტოციკლის დაზღვევის შეთავაზება დროთა განმავლობაში იხვეწება და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ხდება.
პროექტი - ბაიკერი ქალები მათი ცხოვრების წესის წარმოჩენას ემსახურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან, ისინი, პირველ რიგში არიან ადამინები, რომლებიც ცხოვრებისეულ თუ საქმიან საპასუხისმგებლო ვალდებულებებს არიან შეჭიდებულები, არიან წარმატებულები და აქვთ წარმოუდგენელი მიზანსწრაფულობა.
ზოგიერთი მათგანი წააწყდა წინააღმდეგობას ოჯახის წევრების, თუ საზოგადოების მხრიდან გადაადგილების საშუალებად მოტოციკლის არჩევისას, თუმცა, ალბათ, სწორედ ეს ჟინია, რაც ბაიკერებს გამოარჩევთ, ჟინი იმისა, რომ სურვილი საშუალებად აქციონ და ადრენალინისგან ბედნიერება იგრძნონ.
დღემდე არსებობს საზოგადოებაში ნაწილი, რომელიც ბაიკერისა და კონკრეტულად ბაიკერი ქალის დანახვისას განცვიფრებას გამოხატავს. თუმცა, ეს ქალები არიან წარმატებულები, მიზანდასახულები, გამბედავები და გამოირჩევიან იმით, რომ სახიფათო გადაადგილების საშუალება აირჩიეს. დღეს კი, როცა დაზღვევა ხელმისაწვდომია, „სახიფათო სპორტის“ სიცოცხლისა და ენერგიის წყაროდ გადაქცევა საუკეთესო გამოსავალია.
მოტოციკლის დაზღვევის გარდა, სადაზღვევო კომპანია „კამარა“ მომხმარებელს ავტომობილის, ქონების, ტვირთისა და სხვა პროდუქტების დაზღვევას სთავაზობს. „კამარას“ თითოეული პროექტის განხორციელებისას, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის ქალისა და კაცის თანასწორობის იდეოლოგიის წინ წამოწევა და მხარდაჭერაა.
ია ცაბაურაშვილი − მოტოციკლს მართავს 6 წელია და ბოლო 1 წელია მოტოციკლის მართვას ასწავლის. სკოლა ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ქალი მასწავლებლის შესახებ გაიგო. ძირითადი მომხმარებლები მამაკაცები არიან, თუმცა ბოლო დროს ქალების ინტერესმაც იმატა და ეს ძალიან ახარებს.
წლების წინ, ოჯახი ძალიან დიდი ნერვიულობით შეხვდა იმას, რომ მოტოციკლის მართვა დაიწყო. ახლა საზოგადოებაც და ოჯახის წევრებიც ეჩვევიან ზოგადად ქალი ბაიკერის ცნებას. დღეს უკვე მოტოციკლი მისთვის გადასაადგილებელი საშუალებაა − ისევე, როგორც სხვისთვის ავტომობილი.
მისი სამომავლო გეგმები საქმიანობის გაგრძელებას და დამოუკიდებლად ცხოვრებას უკავშირდება.
მარიანა ომიაძე − მოტოციკლის მართვა 2 წლის წინ დაიწყო. მართავს სპორტულ მოტოციკლს. ოჯახი ამ ამბავს გაკვირვებით არ შეხვდა, რადგან მათთვის ნაცნობი იყოს მარიანას მისწრაფება, თუმცა აღნიშნავს, რომ არიან ქალი ბაიკერები, რომლებსაც ოჯახისგან მოტოციკლის დამალვა უწევთ.
მუშაობს სასტუმროს ადმინისტრატორად, პროფესიით კი დიზაინერია, ჰქონდა საკუთარი ატელიეც. დღეს მისი სამომავლო გეგმები მოტოციკლით შეჯიბრებებში მონაწილეობას უკავშირდება.
საზოგადოებაში ქალი ბაიკერისადმი ინტერესი დიდია. ხშირად აჩერებენ, ესაუბრებიან; ამოწმებენ, ნამდვილები არიან თუ არა. ხშირია ქათინაურებიც, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მხრიდან.
იულია გორგიჯანიძე − პროფესიით კინოოპერატორია. ცხოველებისადმი სიყვარული საქმიანობად აქცია და უკვე სამი წელია თანამშრომლობს ვეტერინარულ მაღაზიებთან. ის ამზადებს და ყიდის გრავირებულ მედალიონებს ძაღლებისა და კატებისთვის. შინ ჰყავს და უვლის 6 ძაღლს, რომელთაგან უმეტესობა ქუჩიდანაა აყვანილი.
მოტოციკლზე პირველად 24 წლის ასაკში დაჯდა. ოჯახისგან წინააღმდეგობა არ შექმნია, თუმცა საზოგადოება დღემდე გაკვირვებით უყურებს მის ამ გადაწყვეტილებას.
მისი აზრით, მოტოციკლის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირია ავტომობილის მძღოლების მხრიდან მოტოციკლის მიმართულებით მოძრაობის წესების დარღვევა − ერთგვარი შეჯიბრი.
სამომავლოდ სურს, რომ გახსნას თავისი ვეტერინარული მაღაზია და საკუთარი საქმიანობა გააფართოვოს.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი (LIG STUDIO)
პროდიუსერი: ნიკა გომართელი
ჩაცმულობა: მეგი გაბუნია
ვიზაჟი: კესო არახამია