დღეს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს აპლიკაციების მეშვეობით ბავშვები არამხოლოდ გავართოთ, არამედ რაიმე საჭირო შევასწავლოთ. მთავარია სმარტფონი სწორად და არა ბავშვის საზიანოდ გამოვიყენოთ. ისინი ვერ შეცვლიან ცოცხალ ურთიერთობებს ან ზოოპარკში გასეირნებას, მაგრამ ხანდახან მათი დახმარება სასარგებლოც კია.
1. Khan Academy Kids
ეს აპლიკაცია ცნობილ სასწავლო აკადემიას, Khan-ს ეკუთვნის. 5 მხიარული პერსონაჟი თამაშის, ისტორიების თუ ვიდეორგოლების მეშვეობით სხვადასხვა ასაკის ბავშვებს მათემატიკას, ენას და სხვა საინტერესო რამეებს ასწავლის. მომხმარებლებს აკადემიის ბიბლიოთეკასთანაც აქვთ წვდომა, ბევრ წიგნთან და შემეცნებით ვიდეოსთან. ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური პაკეტი იქმნება, მათი ასაკის და უნარების მიხედვით.
2. The Human Body
ეს ადამიანის ორგანიზმის შესმწავლელი აპლიკაციაა. ინტერაქტიული მოდელი ბავშვებს სხეულის დაფარულ ნაწილებს ასწავლის და მათ სამეცნიერო ცოდნას შესამჩნევად გააფართოვებს. მომხმარებელს შეუძლია თითოეულ ორგანოს დააკვირდეს, ისინი ხმასაც გამოსცემენ: გული ცემს, ფილტვები სუნთქავენ....
3. Bubl Draw
ამ აპლიკაციის მეშვეობით ბავშვები ხატვას და მუსიკის შექმნას ერთდროულად ისწავლიან. ნეირობიოლოგიაში არსებობს ტერმინი: „სინესთეზია“ - ადამიანის უნარი კონკრეტულ ფერზე მუსიკალური ასოციაცია მოიფიქროს, ნოტზე - ციფრის. ის იდეალურად ავითარებს ბავშვის შემოქმედებით მხარეს. შეგიძლიათ გაარკვიოთ რა უფრო მოსწონს თქვენს პატარას და შემდეგ მის შემსწავლელ წრეზე ატაროთ.
4. Lingokids
ეს ინგლისურის შემსწავლელი აპლიკაციაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა ბავშვებისთვის. თამაშებისა და დავალებების შესრულების მეშვეობით ბავშვი სიტყვების მარაგს ითვისებს. აპლიკაციას სხვადასხვა ფორმატი აქვს: აუდიო წიგნები, სიმღერები, თამაშები. აირჩიეთ ბავშვის ასაკი, სქესი, ცოდნის დონე და ინდივიდუალურად შერჩეულ ფორმატს მიიღებთ.
5. My Zoo Animals
ამ აპლიკაციაში ცხოველების ინტერაქციული რუკაა. ისინი იმყოფებიან ზოოპარკში, ტყეში ან სოფელში. ბავშვები ეკრანზე თითის დაჭერით თითოეულ ანიმაციას გააქტიურებენ. ისინი ისწავლიან როგორ ხმებს გამოსცემს ესა თუ ის ცხოველი და როგორ გამოიყურება.