საკუთარი საქმეების დაგეგმვა თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. ის განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებს სჭირდებათ, რომლებიც ძალიან არიან დაკავებულნი სწავლით და პარალელურად სამსახურის შეთავსებით. მათ უნდა მოასწრონ მეგობრებთან შეხვედრაც, სპორტით დაკავებაც და სიახლეების გაცნობაც. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად.
1.Paper
აპლიკაცია მათთვის, ვინც თავისი აზრების ფურცელზე დაწერასაა შეჩვეული. თქვენ წინაშე ვირტუალური წიგნაკია, რომელშიც შეგიძლიათ დახატოთ, დაამატოთ ფოტოები, ჩაინიშნოთ გეგმები და წეროთ ტექსტები. ამისთვის ინსტრუმენტთა დიდი ვარიაციაა შემოთავაზებული, სხვადასხვა სახის ფურცელი და რედაქტირებისთვის საჭირო ელემენტები. მშვენივრად გამოდგება გეგმების შედგენისა და იდეების ვიზუალიზაციისთვის.
2.Google Keep
შენიშვნების ეს ვირტუალური დაფა იწერს თქვენს გეგმებს, იდეებს და ჩანაფიქრებს. Google-ის აპლიკაციები ძალიან მოხერხებულია იმით, რომ ყოველთვის მზად არიან თქვენი მონაცემების სინქრონიზაცია მოახდინონ. ამ აპლიკაციის მეშვეობით ადვილად და სწრაფად ხდება ჯგუფური დავალებების შესრულება, რადგანაც კონკრეტული საქმის განყოფილებაში იმდენი ადამიანის დამატებაა შესაძლებელი, რამდენიც გესაჭიროებათ. ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ ოჯახის წევრები საყიდლების მუდმივად განახლებად სიაში. Google Keep ავტომატურად გახსენებთ შეუსრულებელ დავალებას ან მიგითითებთ, რომ არასწორ ლოკაციაზე იმყოფებით.
3.Habit
ეს აპლიკაცია შესასრულებელი ჩამონათვალის მოყვარულთათვის ან მათი დამკვიდრების მსურველთათვისაა. სპორტი, კითხვა, ბიზნეს საუბრების მოსმენა - თუ დიდიხანია ეძებთ მეწყვილეს, რომელიც დაგეხმარებათ სასარგებლო უნარები განივითაროთ, Habit სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. მოტივაციის მოცემის და დახვეწილი დიზაინის გარდა, აპლიკაცია თქვენი ჩვევების გრაფიკს ადგენს და შეგიძლიათ დროდადრო თავი მიღწევებით მოიწონოთ. „ახლა 40%-ით მეტს ვკითხულობ!“ - სოლიდურად ჟღერს, არა?
4.Focus keeper
მუდამ „ინსტაგრამს“ ათვალიერებთ, იმის მაგივრად, რომ საქმეებით დაკავდეთ? ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ საქმეზე ან სწავლაზე მეტად კონცენტრირდეთ. ის „პომიდორის მეთოდს“ იყენებს, კონცენტრაციის ერთ-ერთ პრინციპს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მუშაობის ყოველ 25 წუთში მოკლე, 3-5 წუთიან შესვენებას გააკეთებთ. ჩართეთ წამზომი და მთლიანად მობილიზდით საქმეზე.
5.ToRound
ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ გეგმებს სათანადო ორგანიზება გაუწიოთ. ჩაწერეთ დავალება და ეკრანზე, მის გარშემო წრე გაჩნდება. მას შემდეგ, რაც მას შეასრულებთ, წრე ძაბრში გადაადგილდება. წრეების ზომა შეგიძლიათ ცვალოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმე. ფერებით შეგიძლიათ კატეგორიები გამოყოთ: სწავლა, სამსახური, ოჯახი და აშ.