ფოტოკონკურსის, BigPicture Natural World Photography-ის, 2019 წლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. კონკურსს ყოველწლიურად კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია ატარებს. საუკეთესო ფოტოები ჟიურიმ მსოფლიოს 67 ქვეყნიდან აარჩია. სულ 8 გამარჯვებული გამოვლინდა.
1. გრანპრი - აუდუნ რიკარდსენი
ტრომსო, ნორვეგია
ჩრდილოეთ ნორვეგიაში, პატარა მეთევზეთა საზოგადოებაში გაიზარდა და არქტიკის მკაცრი ლანდშაფტის, კულტურის და ველური ცხოვრების მიმართ მუდამ მიდრეკილება გააჩნდა. როგორც ოკეანის ქვეშ, ისე მის გარშემო. აუდუნი თავის ხედვას ორიგინალური პერსპექტივიდან წარმოგვიჩენს. მან ფოტოგრაფიას ხელი 2009 წლიდან მოკიდა და ამ წლების განმავლობაში უამრავი ჯილდო მოიპოვა.
2. კატეგორია „წყლის ცხოვრება“ - პიერ მანე
კეიპტაუნი, სამხრეთ ამერიკა
პიერ მანე წყალქვეშა ფოტოგრაფიას მისდევს და ცდილობს გვაჩვენოს საოცარი ქმნილებები, რომლებიც ოკეანეებში ბინადრობენ. თვითნასწავლი ფოტოგრაფი ზღვის ეკოსისტემითაა მოხიბლული და სურს ადამიანებს დაანახოს, რომ ყველას შეუძლია ცხოველების სახეობათა გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს. სურათი გალაპაგოსის კუნძულებზეა გადაღებული.
3. კატეგორია „ბუნების ხელოვნება“ - კიარა სალვადორი
სავონა, იტალია
კიარა ფოტოჟურნალისტია და ბუნების ფოტოგრაფიით სახელი უკვე გაითქვა. მისი სურათების ხილვა შესაძლებელია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Lonely Planet, Condé Nast, Travelbook, Travel + Leisure და National Geographic. ამ სურათს „მარილის ღრუბლები“ უწოდა და სახლისგან შორს, არგენტინაში აღბეჭდა.
4. კატეგორია „ლანდშაფტები, წყლის სივრცე და ფლორა“ - არმანდ სარლანგი
ნანტი, საფრანგეთი
ფოტოჟურნალისტი და სტუდიის ფოტოგრაფი არმანდი, ვიზუალური ხელოვნებით ბავშვობიდანვეა გატაცებული. მისი ნამუშევრები იბეჭდება ფრანგულ, ეგვიპტურ და ბერძნულ გამოცემებში. მას ხიბლავს ახალი ადგილების აღმოჩენა და ბუნების ფოოტოობიექტივში აღბეჭდვა. ამ საერთაშორისო კონკურსში ნორვეგიაში გადაღებული ფოტოს მეშვეობით გაიმარჯვა.
5. კატეგორია „მიწიერი ველური ცხოვრება“ - მაიკ კოროსტელევი
მოსკოვი, რუსეთი
მაიკი დამსახურებულ ბუნების ფოტოგრაფად ჯერ კიდევ 2017 წელს აღიარეს. ამ ფოტოს „ყავისფერი დათვი. წყალქვეშა ხედი“ უწოდა და კამჩატკაზე გადაიღო.
6. კატეგორია „ფრთიანი ცხოვრება“ - პიტერ ნასკრეცკი
გორონგოზა, მოზამბიკი
პიტერი ენტომოლოგი, ბიოლოგი და ფოტოგრაფია. ის ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში და გორონგოზას ნაციონალური პარკის ლაბორატორიაში მუშაობს. ის პარკის აღდგენაში დიდ ძალისხმევას დებს, რადგანაც ტერიტორია სამოქალაქო ომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა. მისი სამეცნიერო ინტერესები მწერებზე და სხვა ცხოველებზეა ორიენტირებული. ამ სურათს „ფრთების დაკარგვა“ უწოდა.
7. კატეგორია „ადამიანი/ბუნება“ - ჯეიმს გიფორდი
მაუნი, ბოცვანა
ბოცვანაში წლობით ცხოვრებამ მას უნიკალური ხედვა ჩამოუყალიბა. ჯეიმსის სურათებს უამრავ ჟურნალსა თუ წიგნში ბეჭდავენ. ის იმედოვნებს, რომ მისი შემოქმედება ადამიანებს სხვანაირად აუხელს თვალს და ბუნების სილამაზეს გადააფასებინებს. ეს ფოტო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გადაღებული.
8. კატეგორია „2019 წლის ფოტო ისტორია: ლიმიტს მიღმა“ – პიტერ მატერი
უაიტჰორსი, კანადა
პიტერის ფოტოგრაფია ფოკუსირებულია ველურ ცხოვრებაზე, გარემოს დაცვასა და ჩრდილოეთის ხალხზე. ამ სურათს „ყველაზე გრძელი მიგრაცია“ ეწოდება და ალიასკაზეა აღბეჭდილი.