ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, შვებულებისა და დასვენების დრო ახლოვდება. ხანდახან არის შემთხვევები, როცა სამოგზაუროდ მთელი ოჯახი მიეშურება და სახლში არავინ რჩება. იცოდით, რომ შეგიძლიათ შინ დატოვებულ შინაურ ცხოველზეც კი იზრუნოთ, სანამ დედამიწის მეორე მხარეს იქნებით? ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, სანერვიულო აღარაფერია. სმარტფონის მეშვეობით ყველაფრის კონტროლს ადვილად და თავისუფლად შეძლებთ.
1. ჭკვიანი ზარი - Ring Video Doorbell 2
ჭკვიანი ზარი აღჭურვილია მიკროფონის, ჩამწერის, სენსორების სისტემით. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააკვირდეთ სახლს და ესაუბროთ კართან მოსულ სტუმრებსა თუ მეზობლებს. ზარს 1080p ხარისხის ვიდეოს გადაღება შეუძლია და გამოსახულებას ღამეც არჩევს.
2. ჭკვიანი დენის მაკონტროლებელი - Belkin WeMo Insight
ამ მოწყობილობის მეშვეობით სახლში განათებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააკონტროლებთ. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ აანთოთ ან ჩააქროთ სინათლე ნებისმიერ ოთახში და შექმნათ შთაბეჭდილება რომ სახლში ვინმე იმყოფება. თვითმფრინავის ბორტზე არც იმაზე იდარდებთ გამორთეთ თუ არა ყველა ნათურა.
3. კვამლის ამომცნობი - Nest Protect
დაამონტაჟეთ ჭკვიანი სიგნალიზაცია და საფრთხეს ყოველთვის განჭვრიტავთ. იმ შემთხვევაში თუ სახლში გაზია გაშვებული, თერმოსტატი მას გამორთავს. ბატარეის დაჯდომის შემთხვევაში კი შეტყობინებას გამოგიგზავნით.
4. ჭკვიანი მტვერსასრუტი - Samsung Powerbot R7070
ციფრული კამერითა და ჭკვიანი სენსორული ტექნოლოგიით აღჭურვილი ეს მოწყობილობა გაასუფთავებს სახლს მაშინ, როცა თქვენ იქ არ იქნებით. მის მუშაობას აპლიკაციის მეშვეობით გააკონტროლებთ.
5. სახლის მონიტორინგის სისტემა - Notion
კარებიდან დაწყებული ფანჯრებით დამთავრებული, ეს სენსორული მოწყობილობა აპლიკაციის მეშვეობით შეგატყობინებთ თუ სახლში რამე წესრიგში არაა.
6. უსადენო განათების სისტემა - Philips Hue
კიდევ ერთი დენთან დაკავშირებული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სახლში სინათლე მარტივად აკონტროლოთ.
7. Amazon Key
ეს მექანიზმი მიტანის სერვისს გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის. სისტემა კურიერს უფლებას აძლევს ამანათი კარის შიგნით დაგიტოვოთ, მაშინ, როცა სახლში არ ხართ. Amazon Key აღჭურვილია კამერით და ჭკვიანი ჩამკეტით. შეგიძლიათ ის ასევე გამოიყენოთ სახლში დამლაგებლის, ოჯახის წევრის ან მეგობრის შესაშვებად.
8. ტემპერატურის მაკონტროლებელი სისტემა - Nest Learning Thermostat
ეს ჭკვიანი ტექნოლოგია გეხმარებათ დაზოგოთ ენერგია და აკონტროლოთ სახლში არსებული ტემპერატურა ტელეფონით, ტაბლეტით ან ლეპტოპით.
9. სათვალთვალო კამერა - Logitech Circle 2
ფართომასშტაბიანი გაფაროების, 180 გრადუსიანი ლინზის მქონე კამერა სახლს უმაღლეს დონეზე იცავს. გამოიყენება როგორც სახლის შიგნით, ისე მის გარეთ.
10. გაჯეტი შინაური ცხოველებისთვის - Petcube Bites
აღარასდროს იდარდებთ შინაურ მეგობარზე, როცა გაემგზავრებით. 1080p HD ხარისხის ვიდეოს წყალობით, შეამოწმებთ ცხოველის საქმიანობას, გამოკვებავთ, გაესაუბრებით და ვირტუალურად მუდამ კონტროლის ქვეშ გეყოლებათ.