2019 წლის პირველ ნახევარში, ტექნოლოგიურ მიღწევებთან დაკავშირებული გამოფენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა. გაჯეტები ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე იმაზე მეტს ნიშნავენ, ვიდრე უბრალოდ აქსესუარებია. ისინი გვეხმარებიან მოგზაურობაში, ქმნიან კომფორტს სახლში, გვიხსნიან კრიტიკული სიტუაციებიდან... ახალი ინოვაციური ნივთები, რომლებიც ყოველწლიურად იქმნებიან, უფრო და უფრო მეტად ახერხებენ ჩვენ გაოცებას.
1. HTC 5G Hub
ეს საოცრად ელეგანტური გაჯეტი ჯერჯერობით საუკეთესო მობილურ hotspot-ად აღიარეს. მას 5G ინტერნეტ სიჩქარის გადაცემა მაქსიმუმ ოცი დაკავშირებული მოწყობილობისთვის შეუძლია. ის ასევე ძალიან კომპაქტურია სატარებლად.
2. ყურსასმენები Samsung Galaxy
ეს მოდელი კი საუკეთესო უსადენო ყურსასმენების ტიტულით სარგებლობს. მას აუდიოს შესანიშნავი ხარისხი აქვს, რისი მეშვეობითაც გარეშე ხმები ბოლომდე ჩახშულია. ყურსასმენები დატენვის შემდეგ 6 საათი მუშაობს, მისი სპეციალური ჩასადები კი დამატებით მის 7 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს. გაჯეტი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი.
3. ეკრანი Lenovo ThinkVision M14
ეს ნივთი ლეპტოპით მომუშავე ადამიანებს საშუალებას მისცემს მეორე ეკრანიც გამოიყენონ. აქსესუარს 14 ინჩიანი სუფთა გამოსახულება აქვს და მხოლოდ ნახევარ კილოს იწონის. გზაში მყოფებისთვის ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
4. ჭკვიანი საათი Samsung Galaxy
ამ მოწყობილობის მეშვეობით ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას მიაქცევთ. აღსანიშნავია, რომ ის წყალგამძლეა და ცურვის დროსაც გამოიყენება. საათის დატენვა ტელეფონის მეშვეობითაც შესაძლებელია. წარმოდგენილია შავ, ნაცრისფერ, მწვანე და ვარდისფერ ფერებში.
5. ეპილატორი Silk-épil 9 Beauty Set
ყველაზე სწრაფი და ზუსტი ეპილატორი Braun-სგან, რომელიც ყველაზე პატარა თმის ღეროებსაც კი უმკლავდება. მისი მეშვეობით კანი 4 კვირის მანძილზე გლუვია. ახალი ღერების გაზრდა კი შესამჩნევად მცირდება. მას იყენებენ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ზონებშიც კი, რადგანაც სავსებით უსაფრთხოა.
6. პორტატული პროექტორი Cinemood
უსაფრთხო გაჯეტი ბავშვებისთვის, რომელიც ერთგვარ ასისტენტს წარმოადგენს. თანამედროვე მშობლების სასიკეთოდ, ეს არაჩვეულებრივი დამხმარე ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საყვარელი ანიმაციური ფილმების ყურება უკვე ყველგანაა შესაძლებელი - პროექტორს მკვეთრი გამოსახულება აქვს და რაც მთავარია, მხედველობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მშობლები დარწმუნებულები იქნებიან, რომ მათი შვილები ასაკისთვის შესაფერის კონტენტს იხილავენ, ძალადობის, რეკლამის და აგრესიული სცენების გარეშე. მას არ აქვს მავნე გამოსხივება, არ არღვევს მელატონინს, რომელიც ჯანსაღ ძილზე აგებს პასუხს და ბავშვის ნერვულ სისტემას უფრთხილდება.
7. სკანერი Neutrogena Skin360
კანის სახლის პირობებში მოვლისთვის ეს სკანერი საუკეთესო ტექნოლოგიებს იყენებს. ის მარტივად უნდა მიამაგროთ ტელეფონს, მიიდოთ სახეზე და სპეციალურ აპლიკაციაში შესაბამისი რეკომენდაციები მიიღოთ.
8. ჭკვიანი საპირფარეშო Kohler Konnect
სააბაზანოს დიზაინერები აქტიურად იმუშავებენ ჭკვიანი საპირფარეშოს დიზაინს. მათ რიგებს Kohler შეუერთდა და ტუალეტის ხმოვანი ტექნოლოგია შემოგვთავაზა, რომელიც აკონტროლებს სინათლეს, წყალს და სარკეებს - ღილაკზე დაჭერის გარეშე.
9. ჭკვიანი ნიღაბი FOREO UFO
ქაღალდის სახის ნიღბები მალე წარსულს ჩაბარდება. ყოველ შემთხვევაში, ბრენდი FOREO ასე ფიქრობს. შვედურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი ჭკვიანი ნიღაბი წარმოადგინა, რომელიც სპეციალური თერმო-თერაპიის გამოყენებით სახის სპა მოვლას 90 წამში უზრუნველყოფს.
10. ჭკვიანი ჩანთა 90FUN
ეს ჩანთა შექმნილია იმისთვის, რომ თან გამოგყვეთ. დიზაინერები შთაგონებულები იყვნენ ძაღლებით, რომლებიც პატრონებს მუდამ უკან თუ გვერდით მიყვებიან.