დამწყებიდან პროფესიონალამდე
1. ლინზა სმარტფონის კამერისთვის
მშვენიერი საჩუქარია მათთვის, ვისაც მობილური ფოტოგრაფია იტაცებს და უკეთესი ხარისხის და რეზოლუციის ფოტოების გადაღება უნდა.
2. მეხსიერების ბარათი - Sony SF-G Series UHS-II
არცერთ ფოტოგრაფს, რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს მისი შემოქმედება, არ ჰყოფნის ერთი მეხსიერების ბარათი. ეს 64 GB-იანი ბარათი დიდი მოცულობის გარდა, საოცარი სისწრაფითაც გამოირჩევა.
3. პლანშეტი - Google Home Hub
ეს ელეგანტური და მოსახერხებელი გაჯეტი სმარტფონის ფოტოგრაფებისთვის შესაფერისი მოწყობილობაა. მასში კომფორტულადაა შესაძლებელი ტელეფონიდან სურათების გადატანა და ალბომების შექმნა, რათა არც ტელეფონი დაგეტვირთოთ და ყველაფერს თავი ერთად მოუყაროთ. ასევე, პლანშეტი Google-ის ბევრი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა, მაგალითად ხმოვანი ბრძანებების სისტემით.
4. GoPro HERO7
შესანიშნავი საჩუქარია ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სათავგადასავლო სიტუაციები და მოძრაობები ხიბლავთ. ეს კომპაქტური და მარტივი კამერა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ გამართული და დახვეწილია.
5. მანათობელი დიოდის კუბი
ვის აწყენს დამატებითი განათება? ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის ეს მართლაც საოცნებო საჩუქარია. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაემატოს სინათლე ვიდეოსაც და ფოტოსაც. ის მობილურს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება და აპლიკაციით იმართება. აღსანიშნავია, რომ წყალგამძლეობის წყალობით წყალში მოთავსებაც შესაძლებელია.
6. შტატივი - Vanguard VEO 2
ეს შტატივი 5 კილოგრამიან აპარატს უძლებს. მშვენიერი საჩუქარია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის. სიმაღლეში 144 სმ-მდე იზრდება.
7. ციფრული კამერა - Nikon COOLPIX P1000
ამ კამერას გიგანტური ზუმი აქვს და საუცხოო საჩუქარია ბუნების და ასტრონომიული თემატიკის ფოტო-მოყვარულთათვის.
8. მობილურის დამჭერი - DJI Osmo Mobile 2
ეს მოწყობილობა ტელეფონით ვიდეოს გადაღების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. მისი მეშვეობით უფრო მარტივია წინა თუ უკანა ხედის გადაღება. ასევე, განკუთვნილია პანორამული ფოტოებისთვის.
9. სპეციალური ყოველდღიური ჩანთა
მსგავსი ჩანთა ყველა ფოტოგრაფს გაახარებს. ფოტოაპარატის და მისი აქსესუარების ტარება ხშირად მოუხერხებელი და სარისკოა. სპეციალურ ზურგჩანთაში კი ყველაფრის ადგილი გამოყოფილია, სატარებლად მოხერხებულია და მოწყობილობებიც უსაფრთხოდ თავსდება.
10. ლინზის საწმენდი კალამი - Vortex
ეს ნივთი ყველა ფოტოაპარატის ჩანთაში იმსახურებს ადგილს. ის ნაზად და სწორად ასუფთავებს ზედაპირს.
11. კამერის ჩასადები - Lowepro Santiago 30
სანამ ჩანთაში მოათავსებთ, ფოტოაპარატს ჯერ თავისი „ჩასაცმელი“ სჭირდება. აქვეა მეხსიერების ბარათის და ბატარეის ჯიბეც.