21-ე საუკუნეში სოციალური ქსელი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. Instagram-ზე, Facebook-სა თუ Twitter-ზე ფოტოს დადება მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის დღის წესრიგში პირველ თუ არა მეორე ადგილს მაინც იკავებს. თუმცა ფოტოს დადებაზე უფრო მნიშვნელოვანი მასზე საზოგადოების რეაქცია და რაც ყველაზე მთავარია მიღებული "ლაიქების" რაოდენობაა. ეს ყველაფერი უკვე უბრალო დასვენების საშუალება და გასართობი აღარ არის, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს ეს საკითხი გულთან ახლოს მიაქვს და სერიოზულად ადარდებს. სწორედ ამიტომ ყველასათვის ასე საყვარელმა Instagram-მა გადაწყვიტა გარკვეულ ზომებს მიმართოს.
პროგრამა, ჯერჯერობით მცდელობის სახით, გააუქმებს "ლაიქების" ანუ თქვენს მიერ ატვირთული ფოტოსა თუ ვიდეოს მომწონებლების რაოდენობის ნახვის ფუნქციას.
Instagram-ის ამგვარი ცვლილების მიზანი აპლიკაციის გაჯანსაღებაა, რომელიც მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კონცენტრაცია გააკეთონ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე საზოგადოებასთან და არა იმაზე თუ რამდენად მეტმა ადამიანმა მოიწონა თუ არა ისინი.
ჯერჯერობით ეს ცვლილება შეეხება Canada-ში მცხოვრებ მომხმარებლებს, თუმცა ლაიქების რაოდენობის საბოლოოდ გაუქმების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება მიღებული.
Instagram-ის მომხმარებლები ძველებურად მიიღებენ შეტყობინებას, როდესაც მათ ფოტოს "დაალაიქებენ" და ასევე შეიტყობენ "დამლაიქებლის" ვინაობასაც. თუმცა ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი მომწონებლების რაოდენობის გაგებას შეძლებენ მათი დათვლა იქნება, რადგან ეს ციფრი პოსტის ქვევით აღარ გამოჩნდება.