2 აპრილს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უჩვეულო გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააოცეს საზოგადოება. საქმე იმაშია, რომ წყვილმა მოულოდნელად გადაწყვიტა სოციალურ ქსელებშიც გამოჩენილიყო, თანაც ერთად და საერთო ინსტაგრამის გვერდი შექმნა.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ოფიციალური ინსტაგრამის სახელწოდება Sussexroyal-ია და მას ერთ დღეში უკვე ჰყავს 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი.
წყვილმა უკვე გამოაქვეყნა პირველი პოსტიც, რომელშიც ინსტაგრამის შექმნის მიზეზებზე ისაუბრა, როგორც აღმოჩნდა მათ ამ არხის გამოყენება საქმიანობის პოპულარიზებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარება.
ტექსტთან ერთად ცოლ-ქმარმა რამდენიმე საინტერესო ფოტოც გაგვიზიარა.
შეგახსენებთ, რომ ინსტაგრამის საერთო გვერდი აქვთ პრინც უილიამსა და ქეითსაც, თუმცა მიუხედავად ამისა, მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა, განსაკუთრებით კი იმიტომ რომ როგორც ვიცით ოჯახი ნეგატიური კომენტარების თავიდან ასარიდებლად ცდილობს მაქსიმალურად შორს დაიჭიროს თავი მსგავსი პლატფორმებისგან.