ყოველდღიურად ვწრმუნდებით, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და განვითარების ყოველი ნაბიჯი მათ კიდევ უფრო მეტად ხდის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ამჯერად, კომპანია iRobot-მა ახალი პროდუქტი წარადგინა, რომლის სახელია Roomba i7+ და მტვერსასრუტის ფუნქციებს ასრულებს. ასე რომ, დიასახლისებო მოემზადეთ, ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ შეგიმსუბუქებენ სამუშაოს და სამუდამოდ შეცვლიან თქვენს ცხოვრებას!
Roomba i7+ რობოტ-მტვერსასრუტია, რომელსაც მიუთითებთ გარკვეულ დავალებას, რის შედეგადაც ის მოგემსახურებათ. როგორც ჩვეულებრივი მტვერსასრუტი, ეს ინოვაციური პროდუქტიც დაალაგებს ოთახებს, უბრალოდ განსხვავება იქნება ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ დროს თქვენ სულ სხვა რამით იქნებით დაკავებული და აღარ მოგიწევთ ამ დამღლელი სამუშაოს კეთება.
iRobot-ის ახალ მტვერსასრუტს 10 "გეგმის" დამახსოვრება შეუძლია, ხოლო მისი ვიზუალური ორიენტირის დახმარებით, ის ყოველთვის ხედავს რა ადგილი გაწმინდა და რა დარჩა.
როგორც ჩანს ეს მტვერსასრუტი ძალიან ჭკვიანია, მას შეუძლია დაადგინოს, რომელია ოთახში უკეთესი გადაადგილების მარშრუტი, იმისთვის რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულდეს დავალება.