უკვე წლებია რაც iOS-სა და Android-ს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივედით საბოლოო დასკვნამდე. ნეიტრალური პასუხი არ არსებობს ამ კითხვაზე, რადგან მათ ვისაც iOS აქვთ მუდამ მისი უპირატესობის მტკიცებაში არიან და ანალოგიურად Android მფლობელებიც მუდამ მის უპირატესობას ამტკიცებენ.
OK! Magazine Georgia გთავაზობთ ორივე მათგანის, iOS-სა და Android-ის პლატფორმის უფრო კონკრეტულ შედარებას, რათა არჩევანი უფრო გაგიმარტივდეთ, რომელი მათგანია თქვენთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი.
iOS
iOS გამორჩეილია იმითი, რომ მისი მფლობელები რეგულარულად იღებენ პროგრამულ განახლებას და ეს ხდება მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. ამისი ცოცხალი მაგალითი iPhone 5s-ია, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მასზე არაჩვეულებრივარ მუშაობს 2017 წლის iOS 11.
iOS Apple-ის აპარატულ ნაწილთან სრულ ჰარმონიაშია. ყველაზე ბაგებიანი საოპერაციო სისტემაც კი კარგად არის ოპტიმიზირებული და არაჩვეულებრივად მუშაობს მოწყობილობების დიდ ნაწილზე. საერთოდ, ასეთი რამ ხდება სისტემის განახლების შემდეგ, Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობა ცოტა უფრო ნელა იწყებს მუშაობას ახალ ვერსიასთან.
iOS უსაფრთხოების სისტემა მართლაც უნიკალურია, ის უბრალოდ არ ითვლება უსაფრთხოდ, ის არის დახურული სისტეა. აპლიკაციების დაყენება მხოლოდ App Store-დან შეიძლება.
Android
Android-ის ტელეფონების არჩევანი არის ძალიან დიდი. არსებობს როგორც მაღალფასიანი ტელეფონები, ასევე დაბალფასიანი მოდელებიც ნაკლები შესაძლებლობებით. ასევე არსებობს ბიუჯეტური მოდელებიც, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევა ხარისხით.
iPhone-ის ყიდვის შემთხვევაში, შენ მოდელს ირჩევ, მაგრამ Android-ის მოდელები ძალიან მრავალფეროვანია. Android-ი იმითაც გამოირჩევა, რომ ღია პლატფორმაა. შენ შეგიძლია შენი ტელეფონი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
ანდროიდზე როგორც წესი ხელმისაწვდომია მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, რაც ძალიან დიდი კომფორტია.
ასევე ძალიან მოსახერხებელია ის, რომ Android-ის ტელეფონებში შენ შეგიძლია ორი სიმ ბარათი მოათავსო ერთდროულად.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი მათგანი არ ჩამორჩება ერთმანეთს და საკმაოდ კარგად უწევენ კონკურენციას, ყველაფერი დამოკიდებულია მიჩვევაზე.