ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა. ავტომობილი შვიდ ადგილიანია და ერთ სრულ დატენვაზე 482 კილომეტრის გავლა შეუძლია. როგორც თავად ილონ მასკი აღიშნავს, ახალი ელექტრომობილი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მანქანაა. მას 3.5 წამში 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
2020 წელს ილონ მასკის მიერ შექმნილი რიგით მეხუთე მანქანა გამოვა და მისი ღირებულება 47 000 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული, საშუალო ვერსია კი 2021 წელს გამოვა და მისი ფასი 39 000 დოლარი იქნება.