გასულ წელს, Google-მა დააანონსა, რომ უსინათლოებისთვის შექმნიდა ახალ აპლიკაციას, რომელიც მათ გამოსახულების აღქმაში დაეხმარებოდა. აპლიკაციას Lookout ჰქვია და მას შეუძლია წაიკითხოს საგნებსა და ეტიკეტებზე დატანილი ტექსტები, დაასკანეროს ბარკოდები და მოახდინოს ვალუტის იდენტიფიკაციაც. Google-მა ამ აპლიკაციაზე მუშაობა საბოლოოდ დაასრულა და Pixel-ის მფლობელებს ამ კვირაში მისი გადმოწერა უკვე შეეძლებათ.
როგორც Google-მა განაცხადა, Lookout- ის პროგრამის შედეგი თავიდანვე არ იქნება 100%-ით სრულყოფილი, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწება.
კომპანია იმედოვნებს, რომ Lookout- ის პროგრამა მალე არა მხოლოდ Pixel-ისთვის, არამედ სხვა ბრენდის მობილურებისთვისაც ხლმისაწვდომი იქნება.