შეიძლება თქვენი iPhone-ის უკანასკნელი მოდელი წყალგაუმტარია, თუმცაღა წვიმაში თქვენ ეკრანზე წერა მაინც გაგიჭირდებათ, სწორედ ამიტომ კომპანია Apple-მა გამოსავალი იპოვა და ახალ iPhone 11-ის გამოშვებას გვპირდება, რომელიც მთლიანად წყალგაუმტარი იქნება.
Iphone-ის ახალი მოდელი გაყიდვაში 2019 წელს გამოვა, სავარაუდო თარიღი კი 20 სექტემბერია.
როგორც Apple გვპირდება, ტელეფონის სახის ამომცნობი მოწყობილობა კიდევ უფრო დაიხვეწება, ხოლო კამერა სამი ლინზისგან იქნება შემდგარი.
რაც შეეხება ახალი Iphone-ის ფასს, ის როგორც ყოველთვის მეხსიერებისა და ტელეფონის ზომის მიხედვით განსხვავდება : iPhone XS (64GB) - 1300 დოლარი; iPhone XS (256GB) - 1500 დოლარი; iPhone XS (512GB) - 1770 დოლარი.