რომელი ნივთი გიჭირავთ მთელი დღის განმავლობაში ხელში? რომელი ნივთი დაგაქვთ აბაზანაშიც, სამზარეულოშიც და საძინებელშიც? რომელ ნივთს იდებთ სახეზე ან თუნდაც სამუშაო მაგიდაზე? დიახ თქვენი პასუხი სწორია, ეს თქვენი სმარტფონია. სწორედ ზემოთხსენებული მიზეზების გამო ის თქვენს უნიტაზზე ჭუჭყიანი ნივთია.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის კვლევების თანახმად ყოველი მეექვსე სმარტფონის ეკრანს ფეკალური ნივთიერება აქვს.
"მობილური ტელეფონები ბაქტერიების საცავი გახდა, რადგან მათ ვიდებთ სახეზე, ვეხებით ხელით და ტუჩებით." - განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
არიზონას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა კი ადასტურებს, რომ სამუშაო მაგიდა, რომელთანაც თქვენ კვირის დაახლოებით 40 საათს ატარებთ, 100-ჯერ მეტ ბაქტერიას მოიცავს ვიდრე თქენი უნიტაზი. სამსახურში ყოფნისას კი თქვენი ტელეფონი მუდმივად თქვენს მაგიდაზე დევს.
ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მობილური ტელეფონები არიან ბაქტერიის გადამცემი ნივთები. შესაბამისად ისმის კითხვა, რა არის გამოსავალი და როგორ ავირიდოთ ეს ბაქტერიები თავიდან?
GOOGLE-ის PIXEL PHONE-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვეულებრივი საპონი, მაგრამ მათთვის ვისაც სხვა წყალგაუმტარი სმარტფონი გაქვთ, გამოიყენეთ შემდეგი ნივთები მათ გასაწმენდად.
1. მიკრო-ბოჭკოვანი ნაჭერი
2. ყურის ჩხირი
3.წყალი
4.სამედიცინო სპირტი
5.ხელთათმანები
დღევანდელ ტექნოლოგიებს არც ისინი დაუჩაგრავს ვისაც არ აქვს წყალგაუმტარი სმარტფონები. ბრენდმა "Phone Soap"-მა გამოუშვა ახალი პროდუქტი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით ბაქტერიების 99.9 პროცენტს აშორებს თქვენს ტელეფონებს. მისი ფასი 60 დოლარს შეადგენს და Amazon-ის საიტზე იყიდება. PhoneSoap-ი არამხოლოდ ასუფთავებს, არამედ ტენის თქვენს ტელეფონს.