არიანა გრანდე და კაილი ჯენერი სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები არიან, შესაბამისად მათი შემოსავალი, რომელიც თითოეული გამოქვეყნებული პოსტიდან შესდით, დამოკიდებული სწორედ გამომწერების რაოდენობაზეა, რამაც ერთ ღამეში საკმაოდ იკლო.
არიანას აქმდე 145 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა 142-ს შეადგენს.
ხოლო რაც შეეხება კაილის, მისი გამომწერების რაოდენობა 127 მილიონიდან 124 მილიონამდე დავიდა.
როგორც ინსტაგრამის ადმინისტრაციამ განაცხადა ეს ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, ასევე უცნობია ავტომატურად დაიბრუნებენ თუ არა ვარსკვლავები გამომწერებს.
ხოლო სანამ მეტი დეტალი გასაჯაროვდება, შეგახსენებთ რომ კაილი სწორედ გამომწერების წყალობით, ერთ გამოქვეყნებულ პოსტში მილიონ დოლარს იღებს.