დემნა გვასალიას თითოეული ექსტრავაგატული და პროვოკაციული ნაბიჯი თანამედროვე მოდის ყველაზე სკეპტიკურად აღქმადი, მაგრამ წარმატებული გადაწყვეტილებაა. დიზაინერი, რომელიც საკუთარ პროდუქტს ერთგვარად კონტროვერსიულ ფაქტორებზე აგებს, რაც ხშირად თავად უცნაური დიზაინისა, თუ მატერიის ფასთან მიმართებაში იგრძნობა, მაინც ახერხებს, რომ გაყიდვაში ჩაშვებისთანავე სრული ტრიუმფით იზეიმოს გამარჯვება.
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ Balenciaga-სა და Vetements-ის სამოსი ძვირი სიამოვნებაა გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის, თუმცა მაინც, არსებობს გარკვეული წრე, რომელიც მზად არის მცირე დეტალშიც გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, რომელსაც ბრენდი მას შესთავაზებს.
ასეთია მაგალითად დემნას აიფონის ქეისებიც, რომელთა ღირებულებაც გაყიდვების საიტებზე 250 დოლარია.
ერთი შეხედვით, Vetements-ის ქეისი უამრავ ანალოგს მოგვაგონებს, რომელთა შეძენაც გაცილებით იაფად, ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი, თუმცა ბრენდის ცნობადობა, რაც ქართველი დიზაინერის განსაკუთრებული მიღწევაა, განაპირობა ის ფაქტი, რომ ამ ქეისების ამ დროისთვის უკვე სრულიად ამოიწურა.